17-02-2015
საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში 2014/2015 სასწავლო წლის მეორე სემესტრიდან დოქტორანტურაში მიღების შესახებ
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2015 წლის 28 იანვრის №1415 დადგენილებისა და 2015 წლის 17 თებერვლის №20 ბრძანების თანახმად:
• დოქტორანტურაში სწავლების პირველ წელზე ჩარიცხვის მსურველთა საბუთების მიღება იწარმოებს 2015 წლის18 თებერვლიდან 23 თებერვლის ჩათვლით შაბათ-კვირის გარდა 10 საათიდან 16 საათამდე;
• გამოცდა უცხოურ ენაში ჩატარდება 2015 წლის 24 თებერვალს 12 საათზე კომპიუტერულ საგამოცდო ცენტრში (სტუ-ს I კორპუსი, კოსტავას ქ.72, I სართული,);
• უცხოური ენის გამოცდების შესახებ საპრეტენზიო განცხადებების მიღება იწარმოებს 2015 წლის 24 თებერვალს 16 საათამდე, კომპიუტერულ საგამოცდო ცენტრში (სტუ-ს I კორპუსი, კოსტავას ქ.72, I სართული,). აღნიშნული განცხადებების განხილვა დაიწყება 2015 წლის 24 თებერვალს16.00 საათზე, კომპიუტერულ საგამოცდო ცენტრში;
• გასაუბრება საფაკულტეტო დროებით კომისიასთან შედგება 2015 წლის 25 თებერვალს 12 საათიდან;
• დოქტორანტურაში ჩარიცხვა მოხდება სტუ-ს სადისერტაციო საბჭოსა და დოქტორანტურის შესახებ დებულების შესაბამისად;
• ჩარიცხვის პროცესი დასრულდება 2015 წლის 27 თებერვალს;
დოქტორანტურაში ჩარიცხვის მსურველთა მიერ წარსადგენი საბუთების ნუსხა
დოქტორანტურაში ჩარიცხვის მსურველმა რექტორის სახელზე უნდა წარადგინოს განცხადება ფაკულტეტისა და სადოქტორო პროგრამის მითითებით, აგრეთვე შემდეგი საბუთები:
1. მონაცემები განათლებისა და შრომითი საქმიანობის შესახებ (CV);
2. მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დიპლომი და მისი ასლი;
3. პირადობის მოწმობა და მისი ასლი;
4. ფოტოსურათი 2 ცალი, ზომით 3 х 4 სმ;
5. მიწერის მოწმობა და მისი ასლი, ან სამხედრო ბილეთი და მისი ასლი (სამხედრო ვალდებულთათვის).
სოციალური მეცნიერებების სადოქტორო პროგრამაზე ჩაბარების მსურველებმა უნდა წარმოადგინონ უცხოური ენის B2 დონეზე ცოდნის დამადასტურებელი შესაბამისი საერთაშორისო სერტიფიკატი, ან უნდა ჩააბარონ მისაღები გამოცდა რექტორის ბრძანებით შექმნილ კომისიასთან. აპლიკანტებს, რომლებსაც განათლება მიღებული აქვთ საზღვარგარეთ (გავლილი აქვთ უცხოენოვანი პროგრამები) სერტიფიკატების წარმოდგენა ან გამოცდის ჩაბარება არ მოეთხოვებათ.
საჭიროების შემთხვევაში აპლიკანტი ვალდებულია წარმოდგენილ დოკუმენტაციას დაურთოს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული ცნობა, რითაც დასტურდება მისი უფლება უმაღლესი განათლების მესამე საფეხურის (დოქტორანტურის) საგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლის გაგრძელების შესახებ.
განათლებისა და შრომითი საქმიანობის შესახებ მონაცემებში (CV) სასწავლო/კვლევით საქმიანობასთან დაკავშირებული სხვა აქტივების მითითებისას, დოქტორანტურაში ჩარიცხვის მსურველმა უნდა წარმოადგინოს შესაბამისი მასალების დედნები და მათი ასლები.
საბუთების პირველადი შემოწმება ხდება ფაკულტეტზე, სადისერტაციო საბჭოს მდივნის მიერ. შემოწმების შემდეგ საბუთების დედნები უბრუნდება წარმომდგენს.
დოქტორანტურაში ჩარიცხვის მსურველი სადისერტაციო საბჭოს მდივნის მიერ ვიზირებულ განცხადებას დანარჩენ საბუთებთან ერთად აბარებს სტუ-ს კანცელარიას.
დოქტორანტურაში ჩარიცხვის პირობები
დოქტორანტურაში ჩარიცხვის უფლება აქვს მაგისტრს ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირს. დოქტორანტურაში ჩარიცხვის პირობა არის გასაუბრება საფაკულტეტო დროებით კომისიასთან.
მხედველობაში მიიღება აგრეთვე:
• სამაგისტრო ნაშრომის შეფასება;
• სამეცნიერო პუბლიკაციების არსებობა;
• სამეცნიერო კონფერენციებში მონაწილეობა;
• სასწავლო/კვლევით საქმიანობასთან დაკავშირებული სხვა საბუთები და მასალები (სერტიფ¬იკა-ტე¬ბი, სიგელები, პატენტები და ა.შ.).
დოქტორანტურაში ჩარიცხვის შესახებ ბრძანების გამოქვეყნებიდან ერთი კვირის ვადაში დოქტორანტმა სტუ-სთან უნდა გააფორმოს საფინანსო და სასწავლო ხელშეკრულებები და ხელშეკრულების გაფორმებიდან 5 (ხუთ) საბანკო დღეში უნივერსიტეტის საბანკო ანგარიშზე ჩარიცხოს ერთი წლის სწავლის საფასურის - 2250 ლარის მინიმუმ ერთი მეოთხედი. დოქტორანტურაში სწავლის ხანგრძლივობა 3 წელია.
პირებისათვის, რომლებიც ერთი თვის ვადაში არ წარმოადგენენ ჩარიცხვისათვს საჭირო დოკუმენტის დედანს და ასლს (ნაცვლად ცნობისა ან და სხვა), ბრძანება მათი ჩარიცხვის ნაწილში ძალადაკარგულად იქნება ცნობილი.
სიახლეებში დაბრუნება