5-6 თებერვალს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს მილანის ტექნიკური უნივერსიტეტის (Politecnico di Milano) პროფესორი ადალბერტო დელ ბო სტუმრობდა. პროფესორი დელ ბო ასევე მილანის პოლიტექნიკური უნივერსიტეტის ცენტრალურ-სამხრეთ აზიასთან და პაკისტანთან ურთიერთობების დელეგატია.
იტალიელი არქიტექტორის ვიზიტის მიზანს წარმოადგენდა მილანისა და საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტებს შორის თანამშრომლობის საკითხებისა და სათანადო შესაძლებლობების განხილვა.
6 თებერვალს იტალიელმა პოროფესორმა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლებისთვის თავისი უნივერსიტეტის საქმიანობის შესახებ პრეზენტაცია გამართა და დასმულ შეკითხვებს უპასუხა.