ლიტვური ენისა და კულტურის ცენტრი
ლიტვური ენისა და კულტურის ცენტრი სტუდენტებს გიწვევთ ლიტვური ენისა და კულტურის ცენტრში! გეძლევათ შესანიშნავი შესაძლებლობა უფასოდ შეისწავლოთ ლიტვური ენა და გაეცნოთ ლიტვურ კულტურას, გაემგზავროთ ლიტვაში სხვადასხვა საინტერესო პროექტებით, გააგრძელოთ სწავლა ლიტვაში ერთი სემესტრით. გარდა ამისა, ლიტვური ენისა და კულტურის ცენტრში თქვენ შეიძენთ არა მარტო ცოდნას და გამოცდილებას, არამედ ბევრ კონტაქტს.
ლიტვური ენის შესწავლა შეუძლიათ როგორც ბაკალავრიატის, მაგისტრატურის, ისე დოქტორანტურის სტუდენტებს. ლიტვური ენის შემსწავლელ კურსებს უხელმძღვანელებენ ლიტველი პროფესორი ვიდას კავალიაუსკასი და მისი ასისტენტი ბრიგიტა მეშკონიტე.
ცენტრში იწყება ახალი ჯგუფის შექმნა! მეცადინეობა კვირაში ორჯერ. რეგისტრაციის ვადა 22 იანვრიდან 2 თებერვლამდე 11-დან 5 საათამდე.
ლიტვური ენისა და კულტურის ცენტრის მისამართი: საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მე-9 კორპუსი, მე-3 სართული.