26-12-2014
გერმანული ენის შემსწავლელი საერთაშორისო კურსები
ილმენაუს ტექნიკურ უნივერსიტეტში
ილმენაუს ტექნიკური უნივერსიტეტი (გერმანია) სწავლის მსურველთათვის აცხადებს მიღებას გერმანული ენის შემსწავლელ საერთაშორისო კურსებზე. სწავლა ფასიანია. აუცილებელი მოთხოვნაა გერმანული ენის ცოდნა A1-C2 სხვადასხვა დონეზე.
ჯგუფები შეიქმნება ინტერესების შესაბამისად:
1. სწავლა და ცხოვრება გერმანიაში;
2. ტექნიკური გერმანული;
3. გაიცანი გერმანია;
4. სასტარტო, მოსამზადებელი პროგრამა უნივერსიტეტში ჩასარიცხად.
სწავლის დამთავრების შემდეგ კურსდამთავრებული მიიღებს შესაბამის ECTS კრედიტებს.
სწავლის მსურველთა ასაკი განსაზღვრულია 18 წლიდან.
განაცხადის გაკეთების ბოლო ვადა:
ზამთრის კურსებისთვის - 01.02.2015;
ზაფხულის კურსებისთვის - 01.07.2015.
განაცხადის გაკეთების საფასურია 100 ევრო.
კონტაქტი:
ელ.ფოსტა - kurs@tu-ilmenau.de
ვებგვერდი - www.tu-ilmenau.de/kursinternational
ტელ. +49 3677 69-2572, ფაქსი +49 3677 69-1911
სიახლეებში დაბრუნება