12-12-2014
შეხვედრა თბილისის მერთან
12 დეკემბერს თბილისის მერი დავით ნარმანია საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში პროფესორ-მასწავლებლებსა და სტუდენტებს შეხვდა.
შეხვედრის თემა ეხებოდა ქალაქში მიმდინარე აქტუალური საკითხებს - ტრანსპორტი, არქიტექტურა, მშენებლობა, ენერგეტიკა, სოციულური საკითხების სამართლებრივი რეგულირება. დედაქალაქის მერმა მოუსმინა პროფესორ-მასწავლებლებისა და სტუდენტების მოსაზრებებს, წინადადებებს. მან ასევე, უპასუხა აუდიტორიის შეკითხვებს.
მერთან შეხვედრა ესწრებოდნენ სტუ-ის სატრანსპორტო და მანქანათმშენებლობის, არქიტექტურის, ურბანისტიკისა და დიზაინის, ენერგეტიკისა და ტელეკომუნიკაციის, სამშენებლო ფაკულტეტების, ასევე, ბიზნეს-ინჟინერინგის ფაკულტეტის სამართლის დეპარტამენტის წარმომადგენლები.
სტუ-ში სტუმრობისას თბილისის მერმა ასევე, დაათვალიერა კრიმინალისტიკურ ლაბორატორიასა და იმიტირებული სასამართლო პროცესის დარბაზი, გაეცნო სამართლის კლინიკისა და უფასო იურიდიული კონსულტაციის მუშაობის სპეციფიკას.
სიახლეებში დაბრუნება