ENGITEC პროექტი
საკოორდინაციო შეხვედრა
9 დეკემბერს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ჩატარდა რიგით მეხუთე საკოორდინაციო შეხვედრას, რომელიც ტემპუსის ENGITEC პროექტის (530244-TEMPUS-1-2012-1-SE-TEMPUS-JPCR) ფარგლებში გაიმართა.
პროექტი ENGITEC - “უმაღლესი საინჟინრო განათლების მოდერნიზაცია საქართველოში, უკრაინასა და უზბეკეთში ტექნოლოგიური გამოწვევების საპასუხოდ” - ითვალისწინებს უმაღლესი საინჟინრო-საგანმანათლებლო დაწესებულებების შესაძლებლობების გაძლიერებას იმისათვის, რომ მოხდეს სტუდენტების აღჭურვა კომპლექსური ტექნოლოგიების შექმნისა და ფუნქციონირებისათვის საჭირო კვალიფიკაციით თანამედროვე, გუნდურ მუშაობაზე დაფუძნებულ გარემოში.
პროექტის კოორდინატორია შვედეთის სამეფო უნივერსიტეტი. პროექტის ხანგრძლივობა 3 წელია, 2012 - 2015 წწ.
პროექტის ძირითადი მიზნებია:
• პარტნიორი ქვეყნების - საქართველოს, უკრაინისა და უზბეკეთის - საინჟინრო უნივერსიტეტების შესაძლებლობის გაძლიერება და მომზადება წამყვანი ევროპული სასწავლო მეთოდოლოგიის დანერგვისათვის;
• სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამების მოდერნიზაცია ახალი ინტერდისციპლინარული მოდულების დანერგვით;
• “აკადემიური საზოგადოება - მრეწველობა“ დიალოგის ახალი პლატფორმის შექმნა უმაღლესი საინჟინრო განათლებისთვის, არსებული ტექნოლოგიური გამოწვევების შესაბამისად.
სტუ-ში გამართულ სამუშაო შეხვედრაზე განხილული იქნა მოცემული ეტაპისთვის კონსორციუმის წევრი უნივერსიტეტების მიერ განხორციელებული აქტივობები და მიღწეული შედეგები პროექტის სამუშაო გეგმის მიხედვით.