26-11-2014
სასწავლო კურსები კომპიუტერის არქიტექტურასა და ლოკალური ქსელის ადმინისტრირებაში
სტუდენტური სერვის ცენტრი გთავაზობთ სასწავლო კურსებს:
კომპიუტერის არქიტექტურა:
- კომპიუტერული სისტემის ძირითადი კომპონენტების აღწერა;
- კომპონენტების მუშაობის პრინციპისა და მახასიათებლების შესწავლა;
- კომპონენტების დაკავშირება-აწყობა, სათანადო დრაივერების დაყენება;
- კომპიუტერის ლოკალურ ქსელში ჩართვის უზრუნველყოფა;
- გაუმართაობების აღმოფხვრა.
კურსის ხანგრძლივობა: 10 სთ. ფასი - 35 ლარი
ლოკალური ქსელის ადმინისტრირება
- Windows Server 2012 ინსტალაცია და მართვა;
- აქტიური დირექტორიის ობიექტების მართვა;
- IPv4 ქსელის გამართვა;
- DHCP სერვერის გამართვა;
- DNS სერვისების გამართვა;
- IPv6 ქსელის გამართვა;
- ფაილებისა და პრინტერების სერვისები;
- Group Policy-ს მართვა;
- სერვერების ვირტუალიზაცია Hyper-V-ის დახმარებით.
კურსის ხანგრძლივობა: 12 სთ. ფასი - 55 ლარი
გაიცემა შესაბამისი სერტიფიკატი
კურსებს უძღვებიან საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორები.
მსმენელებს საშუალება ექნებათ, დამოუკიდებლად, ლექტორების ზედამხედველობით იმუშაონ.
გთხოვთ, მსურველებმა გაიაროთ რეგისტრაცია შემდეგ მისამართებზე:
1. ახალგაზრდა მეცნიერთა და სტუდენტთა ინოვაციურ საქმიანობათა ხელშემწყობი ცენტრი „ერთად“, VI სასწავლო კორპუსი. 10:00-იდან 17:00 საათამდე. ტელ.236 41 28
2. VI სასწავლო კორპუსი. ოთახი 511ა. 10:00-იდან 17:00 საათამდე. ტელ.: 236-86-75.
3. VI სასწავლო კორპუსი. ოთახი 205 დ. 10:00-იდან 17:00 საათამდე.
მეცადინეობების დაწყების სავარაუდო თარიღია 2 დეკემბერი.
სიახლეებში დაბრუნება