საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტთა 78-ე ღია საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის დარგობრივი სამეცნიერო სექციების ჟიურის (კომისიის) წევრთა
ს ა ყ უ რ ა დ ღ ე ბ ო დ
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტთა 78-ე ღია საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის დარგობრივი სექციების ჟიურის წევრთა სამუშაო ინსტრუქცია:
კონფერენციის I ეტაპი
კონფერენციის I ეტაპზე თითოეული სექციის ჟიური მასზე დაკისრებული მოვალეობის შესრულებას და სტუდენტთა სამეცნიერო ნაშრომების შეფასებას აწარმოებს ინსტრუქციით:
- ჟიურის თითოეული წევრი კონფერენციის I ეტაპზე ყოველი მომხსენებლის /სამეცნიერო ნაშრომის/ შესაფასებლად იყენებს კონფერენციის I ეტაპის ოქმის დანართ N2-ს (იხ. დანართი N2/1_პროფესიული უმაღლესი, N2/1_ბაკალავრიატი, N2/1_მაგისტრატურა, N2/1_დოქტორანტურა).
1.1. დანართი N2-ის შევსება ხდება ინდივიდუალურად ჟიურის თითოეული წევრის მიერ ცალ-ცალკე სწავლების საფეხურების მიხედვით (ჟიურის ყოველ წევრს აქვს მისთვის განკუთვნილი დანართი N2-ის ოთხი ეგზემპლარი სწავლების საფეხურების მიხედვით _ პროფესიული უმაღლესი სწავლება, ბაკალავრიატი, მაგისტრატურა, დოქტორანტურა); შესაბამისად, ამ დანართის ეგზემპლართა რაოდენობა თითოეულ სექციაზე ჟიურის წევრთა და სწავლების საფეხურების რაოდენობათა ნამრავლის ტოლია; 1.2. ჟიურის ყოველი წევრი მისთვის განკუთვნილ დანართ N2-ში (ოთხივე ეგზემპლარში) აღნიშნავს თითოეული მომხსენებლის: სახელსა და გვარს, ფაკულტეტის დასახელებას, კურსისა და ჯგუფის ნომერს, თემის სახელწოდებას, ასევე ახდენს სტუდენტის /სამეცნიერო ნაშრომის/ შეფასებას ამავე დანართში მოყვანილი კრიტერიუმების მიხედვით და საბოლოო გრაფაში აჯამებს ქულათა რაოდენობას; 1.3. ჟიურის ყოველი წევრი ნაშრომის შეფასების ოთხივე კრიტერიუმში აღნიშნავს მომხსენებლის /სამეცნიერო ნაშრომის/ შეფასებას 0-დან 10 ქულის ჩათვლით. შესაბამისად, ჟიურის ერთი წევრის მიერ თითოეული სტუდენტის მაქსიმალური ჯამური შეფასება არის 40 ქულა (ოთხივე კრიტერიუმში მიღებულ ქულათა მაქსიმალური ჯამური რაოდენობა). 1.4. დანართი N2-ის ოთხივე ეგზემპლარს ხელს აწერს დანართის შემვსები ჟიურის წევრი /კომისიის თითოეული წევრი ხელს აწერს მხოლოდ მისთვის განკუთვნილ ოთხ დანართს/.
- ჟიურის თითოეული წევრის მიერ დანართი N2-ის შევსების შემდეგ ივსება I ეტაპის ოქმის დანართი N3 (იხ. დანართი N3/1_პროფესიული უმაღლესი, N3/1_ბაკალავრიატი, N3/1_მაგისტრატურა, N3/1_დოქტორანტურა).
2.1. დანართი N3-ის შევსება ხდება ერთობლივად ჟიურის წევრთა მიერ ერთ ეგზემპლარად ცალ-ცალკე სწავლების საფეხურების შესაბამისად (პროფესიული უმაღლესი სწავლება, ბაკალავრიატი, მაგისტრატურა, დოქტორანტურა) დანართი N2-ის მიხედვით, სადაც სტუდენტთა ძირითადი მონაცემების გარდა (სახელი, გვარი, ფაკულტეტის დასახელება, კურსისა და ჯგუფის ნომერი, თემის სახელწოდება), აღინიშნება მის მიერ დაგროვებულ ქულათა ჯამური რაოდენობა, ანუ ხდება ჟიურის თითოეული წევრის მიერ დანართ N2-ში აღნიშნულ ქულათა ჯამური რაოდენობების შეკრება და სტუდენტის /სამეცნიერო ნაშრომის/ საბოლოო ერთობლივი შეფასების გამოვლენა;
2.2. დანართი N3-ის ეგზემპლართა რაოდენობა თითოეულ სექციაზე შეადგენს ოთხ ერთეულს; 2.3. დანართი N3-ის ოთხივე ეგზემპლარს ხელს აწერს სექციის კომისიის თავმჯდომარე.
-
დანართი N3-ის შევსების შემდეგ სექციის ჟიურის წევრები ერთობლივად ავსებენ I ეტაპის ოქმის დანართ N4-ს (იხ. დანართი N4/1).
3.1. დანართი N4-ის შევსება ხდება ერთობლივად ჟიურის წევრთა მიერ ერთ ეგზემპლარად დანართი N3-ის მიხედვით, სადაც აღინიშნება I ეტაპში გამარჯვებულ, ანუ კონფერენციის II ეტაპზე გასულ სტუდენტთა ჩამონათვალი (პროფესიული უმაღლესი სწავლების საფეხურიდან _ 7 საუკეთესო ჯამური შეფასების მქონე სტუდენტი, ბაკალავრიატის სწავლების საფეხურიდან _ 10 საუკეთესო ჯამური შეფასების მქონე სტუდენტი, მაგისტრატურის სწავლების საფეხურიდან _ 5 საუკეთესო ჯამური შეფასების მქონე სტუდენტი, დოქტორანტურის სწავლების საფეხურიდან _ 3 საუკეთესო ჯამური შეფასების მქონე სტუდენტი) მათი მონაცემებისა (სახელი, გვარი, ფაკულტეტის დასახელება, კურსისა და ჯგუფის ნომერი, თემის სახელწოდება) და მათ მიერ დაგროვებულ ქულათა ჯამური რაოდენობის მითითებით.
3.2. დანართი N4 თითოეულ სექციაზე წარმოდგენილია ერთი ერთეული ეგზემპლარის რაოდენობით;
3.3. დანართ N4-ს ხელს აწერს სექციის კომისიის თავმჯდომარე.
-
დანართი N4-ის შევსების შემდეგ სექციის ჟიურის წევრების მიერ ერთობლივად ივსება კონფერენციის I ეტაპის შემაჯამებელი სხდომის ოქმი (იხ. დანართის სახით - კონფერენციის შემაჯამებელი ოქმი/1).
4.1. კონფერენციის I ეტაპის შემაჯამებელი სხდომის ოქმი ივსება ერთობლივად ჟიურის წევრთა მიერ ერთ ეგზემპლარად, სადაც აღინიშნება: სექციის დასახელება, სექციის შემაჯამებელი სხდომის ჩატარების თარიღი, სექციის ჟიურის /კომისიის/ წევრთა შემადგენლობა, სექციაზე რეგისტრირებულ სტუდენტთა რაოდენობა (მათ შორის, რეგისტრირებულ სტუდენტთა ცალკეული რიცხობრივი რაოდენობა პროფესიული უმაღლესი, ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სწავლების საფეხურების მიხედვით), სექციის /კომისიის/ წინაშე მოხსენებით გამოსული სტუდენტების რაოდენობა (მათ შორის, სტუდენტთა ცალკეული რიცხობრივი რაოდენობა პროფესიული უმაღლესი, ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სწავლების საფეხურების მიხედვით), სექციის ჟიურის მიერ გამოვლენილი გამარჯვებული სტუდენტების ჩამონათვალი სწავლების საფეხურების მიხედვით (პროფესიული უმაღლესი სწავლება _ შვიდი სტუდენტი, ბაკალავრატი _ ათი სტუდენტი, მაგისტრატურა _ ხუთი სტუდენტი, დოქტორანტურა _ სამი სტუდენტი);
4.2. კონფერენციის I ეტაპის შემაჯამებელი სხდომის ოქმს ხელს აწერენ კომისიის თავმჯდომარე და კომისიის მდივანი.
თითოეული სექციის ჟიურიმ კონფერენციის დასრულებიდან 1 დღის ვადაში სტუ-ს სპორტის, კულტურის, სტუდენტებთან და კურსდამთავრებულებთან ურთიერთობის საფაკულტეტო განყოფილებაში უნდა წარმოადგინოს სექციის მუშაობის შესახებ ანგარიში: დანართი N2/1, დანართი N3/1, დანართი N4/1, I ეტაპის შემაჯამებელი სხდომის ოქმი.
კონფერენციის II ეტაპი
კონფერენციის II ეტაპზე თითოეული სექციის ჟიური მასზე დაკისრებული მოვალეობის შესრულებას და სტუდენტთა სამეცნიერო ნაშრომების შეფასებას აწარმოებს შემდეგი ინსტრუქციით:
- ჟიურის თითოეული წევრი კონფერენციის II ეტაპზე ყოველი მომხსენებლის /სამეცნიერო ნაშრომის/ შესაფასებლად იყენებს კონფერენციის II ეტაპის ოქმის დანართ N2-ს (იხ. დანართი N2/2_პროფესიული უმაღლესი, N2/2_ბაკალავრიატი, N2/2_მაგისტრატურა, N2/2_დოქტორანტურა)
1.1. ოქმის დანართი N2-ის შევსება ხდება ინდივიდუალურად ჟიურის თითოეული წევრის მიერ ცალ-ცალკე სწალების საფეხურების მიხედვით (ჟიურის ყოველ წევრს აქვს მისთვის განკუთვნილი დანართი N2-ის ოთხი ეგზემპლიარი სწავლების საფეხურების მიხედვით _ პროფესიული უმაღლესი სწავლება, ბაკალავრიატი, მაგისტრატურა, დოქტორანტურა); შესაბამისად, ამ დანართის ეგზემპლართა რაოდენობა თითოეულ სექციაზე ჟიურის წევრთა და სწავლების საფეხურების რაოდენობათა ნამრავლის ტოლია; 1.2. ჟიურის ყოველი წევრი მისთვის განკუთვნილ დანართ N2-ში (ოთხივე ეგზემპლარში) აღნიშნავს თითოეული მომხსენებლის: სახელსა და გვარს, ფაკულტეტის დასახელებას, კურსისა და ჯგუფის ნომერს, თემის სახელწოდებას, ასევე ახდენს სტუდენტის /სამეცნიერო ნაშრომის/ შეფასებას ამავე დანართში მოყვანილი კრიტერიუმების მიხედვით და საბოლოო გრაფაში აჯამებს ქულათა რაოდენობას; 1.3. ჟიურის ყოველი წევრი ნაშრომის შეფასების ოთხივე კრიტერიუმში აღნიშნავს მომხსენებლის /სამეცნიერო ნაშრომის/ შეფასებას 0-დან 10 ქულის ჩათვლით. შესაბამისად, ჟიურის ერთი წევრის მიერ თითოეული სტუდენტის მაქსიმალური ჯამური შეფასება არის 40 ქულა (ოთხივე კრიტერიუმში მიღებულ ქულათა მაქსიმალური ჯამური რაოდენობა). 1.4. დანართი N2-ის ოთხივე ეგზემპლარს ხელს აწერს დანართის შემვსები ჟიურის წევრი /კომისიის თითოეული წევრი ხელს აწერს მხოლოდ მისთვის განკუთვნილ დანართს/.
- ჟიურის თითოეული წევრის მიერ დანართი N2-ის შევსების შემდეგ ივსება ოქმის დანართი N3 (იხ. დანართი N3/2_პროფესიული უმაღლესი, N3/2_ბაკალავრიატი, N3/2_მაგისტრატურა, N3/2_დოქტორანტურა).
2.1. დანართი N3-ის შევსება ხდება ერთობლივად ჟიურის წევრთა მიერ ერთ ეგზემპლარად დანართი N2-ის მიხედვით, სადაც სტუდენტთა ძირითადი მონაცემების გარდა (სახელი, გვარი, ფაკულტეტის დასახელება, კურსისა და ჯგუფის ნომერი, თემის სახელწოდება), აღინიშნება მის მიერ დაგროვებულ ქულათა ჯამური რაოდენობა, ანუ ხდება ჟიურის თითოეული წევრის მიერ დანართ N2-ში აღნიშნულ ქულათა ჯამური რაოდენობების შეკრება და სტუდენტის /სამეცნიერო ნაშრომის/ საბოლოო ერთობლივი შეფასების გამოვლენა; 2.2. დანართი N3-ის ეგზემპლართა რაოდენობა თითოეულ სექციაზე შეადგენს ოთხ ერთეულს; 2.3. დანართი N3-ის ოთხივე ეგზემპლარს ხელს აწერს სექციის კომისიის თავმჯდომარე.
- დანართი N3-ის შევსების შემდეგ სექციის ჟიურის წევრები ერთობლივად ავსებენ ოქმის დანართ N4-ს (იხ. დანართი N4/2).
3.1. დანართი N4-ის შევსება ხდება ერთობლივად ჟიურის წევრთა მიერ ერთ ეგზემპლარად დანართი N3-ის მიხედვით, სადაც აღინიშნება კონფერენციის II (დასკვნით) ეტაპში გამარჯვებულ სტუდენტთა ჩამონათვალი (თითოეული სწავლების საფეხურიდან (პროფესიული უმაღლესი, ბაკალავრიატი, მაგისტრატურა, დოქტორანტურა) ერთი I, ერთი II და ერთი III ადგილზე გასული სტუდენტი) მათ მიერ დაგროვებულ ქულათა ჯამური რაოდენობის მითითებით; 3.2. დანართი N4 თითოეულ სექციაზე წარმოდგენილია ერთი ერთეული ეგზემპლარის რაოდენობით; 3.3. დანართ N4-ს ხელს აწერს სექციის კომისიის თავმჯდომარე.
- დანართი N4-ის შევსების შემდეგ სექციის ჟიურის წევრების მიერ ერთობლივად ივსება კონფერენციის II ეტაპის შემაჯამებელი სხდომის ოქმი (იხ. დანართის სახით - კონფერენციის შემაჯამებელი ოქმი/2).
4.2. კონფერენციის II ეტაპის შემაჯამებელი სხდომის ოქმი ივსება ერთობლივად ჟიურის წევრთა მიერ ერთ ეგზემპლარად, სადაც აღინიშნება: სექციის დასახელება, სექციის შემაჯამებელი სხდომის ჩატარების თარიღი, სექციის ჟიურის /კომისიის/ წევრთა ჩამონათვალი, კომისიის წინაშე მოხსენებით გამოსულ სტუდენტთა რაოდენობა (მათ შორის ცალკეული რიცხობრივი რაოდენობა პროფესიული უმაღლესი, ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სწავლების საფეხურების მიხედვით), სექციის ჟიურის მიერ გამოვლენილი გამარჯვებული სტუდენტების ჩამონათვალი სწავლების საფეხურების მიხედვით (თითოეული სწავლების საფეხურიდან ერთი I, ერთი II და ერთი III ადგილზე გასული სტუდენტი); 4.3. კონფერენციის II დასკვნითი ეტაპის შემაჯამებელი სხდომის ოქმს ხელს აწერენ კომისიის თავმჯდომარე და კომისიის მდივანი.
თითოეული სექციის ჟიურიმ კონფერენციის II ეტაპის დასრულებიდან 1 დღის ვადაში სტუ-ს სპორტის, კულტურის, სტუდენტებთან და კურსდამთავრებულებთან ურთიერთობის საფაკულტეტო განყოფილებაში უნდა წარმოადგინოს სექციის მუშაობის შესახებ ანგარიში: დანართი N2/2, დანართი N3/2, დანართი N4/2, II ეტაპის შემაჯამებელი სხდომის ოქმი.
კონფერენციის I ეტაპის ოქმი და ოქმის დანართები:
- დანართი N2/1 _ პროფესიული უმაღლესი სწავლება
- დანართი N2/1 _ ბაკალავრიატი
- დანართი N2/1 _ მაგისტრატურა
- დანართი N2/1 _ დოქტორანტურა
- დანართი N3/1 _ პროფესიული უმაღლესი სწავლება
- დანართი N3/1 _ ბაკალავრიატი
- დანართი N3/1 _ მაგისტრატურა
- დანართი N3/1 _ დოქტორანტურა
- დანართი N4/1
- I ეტაპის შემაჯამებელი ოქმი
კონფერენციის II ეტაპის ოქმი და ოქმის დანართები:
-
-
-
-
-
-
-
-
-
-
|