III საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია
„მეცნიერება და რელიგია“
4 ნოემბერს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში გაიხსნა III საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია
„მეცნიერება და რელიგია“. კონფერენცია სტუ-ს რექტორმა არჩილ ფრანგიშვილმა გახსნა.
კონფერენცია ეძღვნება რელიგიისა და მეცნიერების, ცოდნისა და რწმენის სისტემური ურთიერთობის საკითხებს.
კონფერენციის სამუშაო ენებია: ქართული, ინგლისური, რუსული.
კონფერენციის მოხსენებათა კრებული გამოქვეყნდება შრომების სახით.
ღონისძიების ფარგლებში, ასევე, გაფორმდა მემორანდუმი საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და მოსკოვის მართლმადიდებლურ წმ.ტიხონის ჰუმანიტარულ უნივერსიტეტს შორის.
კონფერენცია 5 ნოემბერს დასრულდება.