ფორექსის (Forex / FX, online business) სასწავლო სასერტიფიკატო/ტრენინგ კურსები
საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში გაიხსნა ელექტრონული / ონლაინ ბიზნესის - ფორექსის (Forex / FX, online business) სასწავლო სასერტიფიკატო/ტრენინგ კურსები. აღნიშნული კურსების მეშვეობით მსმენელი არა მარტო დაეუფლება ახალ - თრეიდერის პროფესიას, არამედ მისი წარმატებით ათვისების შემთხვევაში შეიძენს პირადი ფინანსური უზრუნველყოფის გარანტიასაც. Forex-ის შესწავლისთვის არ არის საჭირო გქონდეთ რაიმე სახის განათლება ფინანსების მიმართულებით. კურსის გავლა შეუძლია ნებისმიერი ასაკის (18 წლიდან), პროფესიის ან პროფესიის არმქონე ადამიანს. კურსის წარმატებით დასრულების შემთხვევაში გაიცემა ორენოვანი (ქართულ-ინგლისური) სერტიფიკატი.
Forex არის პროგრამა რომლის სრულფასოვნად შესწავლა მოგცემთ შესაძლებლობას, რომ მიაღწიოთ წარმატებას ფინანსურ სფეროში. Forex არის შანსი გაზარდოთ საკუთარი ბიუჯეტი იმ საერთაშორისო ბაზრების მეშვეობით, რომელთა ყოველდღიური ბრუნვა 4 ტრილიონ აშშ დოლარს აჭარბებს.
Forex-ის სრულფასოვნად დაუფლება დაგეხმარებათ გახდეთ კარგი თრეიდერი. ამ პროფესიის მიმართ დღეს მსოფლიო მასშტაბით დიდი მოთხოვნაა ბანკებისა თუ სხვა ფინანსური ორგანიზაციების მხრიდან.
სასწავლო პროგრამები შედგენილია მსმენელთა სურვილების და მოთხოვნების გათვალისწინებით:
ტრენინგ-კურსი:
- 5 საათიანი - ფორექსის მცირე კურსი - ღირებულება 10 ლარი;
სასერტიფიკატო კურსები:
- 2-კვირიანი - ფორექსის საწყისები (კვირაში 3-ჯერ, დღეში - 2-2 სთ) - ღირებულება 50 ლარი;
- ერთი თვის ხანგრძლივობით - ფორექსის საფუძვლები (კვირაში 3-ჯერ, 2-2 - საათი) - ღირებულება 180 ლარი.
კურსის წარმატებით ათვისების შემდეგ მსმენელებს პრაქტიკულად შეეძლებათ ონლაინ ბიზნესის წარმოება საერთაშორისო საფონდო და სავალუტო ბაზრებზე.
სწავლა მიმდინარეობს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის I კორპუსში.
იყავი წარმატებული, თანამედროვე და ამბიციური ფორექსთან ერთად.
სასწავლო კურსებზე რეგისტრაცია:
- 5-საათიან ტრენინგ-კურსზე შეგიძლიათ გაიაროთ რეგისტრაცია აქ.
- 2-კვირიან სასერტიფიკატო კურსზე შეგიძლიათ გაიაროთ რეგისტრაცია აქ.
- ერთთვიან სასერტიფიკატო კურსზე შეგიძლიათ გაიაროთ რეგისტრაცია აქ.
ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდეთ: venture.business@gtu.ge.
დაგვიმეგობრდით facebook-ზე: ფორექსის შემსწავლელი კურსები.