04-11-2014
პროექტი RETHINK
საკოორდინაციო შეხვედრა
4 ნოემბერს, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, ტემპუსის RETHINK პროექტის ფარგლებში საკოორდინაციო შეხვედრა გაიხსნა.
შეხვედრა გახსნა სტუ-ს რექტორმა არჩილ ფრანგიშვილმა. შეხვედრის მონაწილეებს მიმართა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ, ბატონმა გიორგი შერვაშიძემ, რომელმაც აღნიშნა ევროპული საგანმანათლებლო და კვლევითი პროგრამების დიდი მნიშვნელობა საქართველოსთვის.
პროექტი RETHINK (№ 544178-TEMPUS-1-2013-1-PT-TEMPUS-JPCR) გულისხმობს განათლების რეფორმას საერთაშორისო ცოდნის გაცვლის საშუალებით.
პროექტის კოორდინატორია ლისაბონის უნივერსიტეტის არქტიტექტურის ფაკულტეტი. კონსორციუმში, ასევე, შედიან ევროკავშირის 4 უნივერსიტეტი (პორტუგალია, ნიდერლანდები, გერმანია, ესპანეთი), 12 უნივერსიტეტი პარტნიორი ქვეყნებიდან (საქართველო, უკრაინა, აზერბაიჯანი, სომხეთი, მოლდოვა, ბელორუსია), განათლების 3 სამინისტრო და რამოდენიმე ბიზნეს-პარტნიორი.
პროექტის ფარგლებში, 4-7 ნოემბერს, ასევე, დაგეგმილია სამუშაო შეხვედრები სტუ-სა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში.
პროექტის ოფიციალური ვებგვერდია: http://rethink.fa.ulisboa.pt/
სიახლეებში დაბრუნება