29-10-2014
საზაფხულო სკოლის პროგრამა
ზაარბრიუკენის გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლა
ზაარბრიუკენის გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტი (გერმანია) 2015 წლის საზაფხულო სემესტრისათვის იწვევს სასწავლებლად გაცვლით სტუდენტებს. საზაფხულო სემესტრი 2015 წლის 30 მარტიდან დაიწყება გერმანული ენის ინტენსიური კურსით და 20 აპრილიდან ლექციებით გაგრძელდება.
განაცხადების წარდგენის ბოლო ვადა: 30.11.14.
სასწავლო კურსის შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ: http://www.htwsaar.de/IO/international-office/studying-at-htw-saar/exchange
ზაარბრიუკენის გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლა, ასევე, აცხადებს საზაფხულო სკოლის პროგრამას. პროგრამის ხანგრძლივობა 2015 წლის 23 ივნისიდან 10 ივლისამდეა.
საზაფხულო სკოლის პროგრამაში მონაწილეობის მსურველთათვის განაცხადების წარდგენის ბოლო ვადაა: 31.03.2015.
პროგრამასთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაციისათვის იხილეთ: http://www.htwsaar.de/IO/international-office/studying-at-htw-saar/summer-schools
საკონტაქტო პირი:
ანდრეა როთი (Andrea ROTH, M.A.)
საერთაშორისო სტუდენტთა მრჩეველი
ელ.ფოსტა: andrea.roth@htw-saarland.de
სიახლეებში დაბრუნება