მიმდინარეობს ვებ-გვერდის განახლება

„ეუგენ ლონესკუ“ 2015

„ეუგენ ლონესკუ“ 2015

15-10-2014
„ეუგენ ლონესკუს“ 2015 საგრანტო პროგრამები

ფრანკოფონიის უნივერსიტეტთა ასოციაცია აცხადებს „ეუგენ ლონესკუს“ 2015 საგრანტო პროგრამებს სადოქტორო და პოსტ-სადოქტორო მკვლევართათვის, რუმინეთის პარტნიორ უნივერსიტეტებში.

კონკურსანტი თავისუფლად უნდა ფლობდეს ფრანგულ ენას.

გრანტი ითვალისწინებს:
• სტიპენდიას ყოველთვიურად: 1000 € PhD სტუდენტებისთვის; 800 € - პოსტ-სადოქტორო მკვლევართათვის;
• საინსტალაციო ბონუსი: 300 €;
• ორმხრივი ავიაბილეთი;
• დაზღვევა;
• საკომპენსაციო მხარდაჭერა შესაბამისი ლაბორატორიული აღჭურვილობისთვის (ეძლევა მასპინძელ უნივერსიტეტს).

კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ PhD სტუდენტებს 40 წლამდე და პოსტ-სადოქტორო მკვლევრებს 47 წლამდე.

მობილობის პერიოდია 3 თვე (2015 წლის მარტი-ივლისი).
მასპინძელი უნივერსიტეტი: რუმინეთის 26 პარტნიორი უნივერსიტეტი 

დეტალური ინფორმაციისათვის იხილეთ:
http://www.auf.org/media/adminfiles/Affiche.pdf  
http://www.auf.org/appels-offre/bourses-eugen-ionescu-14-15-appel 

სიახლეებში დაბრუნება

0322 77 11 11