მიმდინარეობს ვებ-გვერდის განახლება

სემინარი

08-10-2014
სემინარი

„სამეცნიერო ინფორმაციის ხელმისაწვდომობა“

17 ოქტომბერს, 11:00 სთ., საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში (კოსტავას ქ. #77, სტუ-ს ადმინისტრაციული კორპუსი, I სართული, საუნივერსიტეტო ბიბლიოთეკა) გაიმართება სემინარი  „სამეცნიერო ინფორმაციის ხელმისაწვდომობა“ , რომელსაც ჩაატარებენ კომპანია ELSEVIER წარმომადგენლები. კომპანია ELSEVIER  სამეცნიერო ჟურნალების ერთ-ერთი უმსხვილესი საგამომცემლო სახლია და მსოფლიოს წამყვან ოთხეულში შედის.

სემინარზე მონაწილეობა შეუძლიათ აკადემიურ პერსონალს, მკვლევრებს, სტუდენტებსა და დოქტორანტებს. განხილული იქნება სამეცნიერო ინფორმაციაზე დაშვებასთან დაკავშირებული საკითხები, ხოლო სემინარის დასასრულს კითხვა-პასუხის რეჟიმში დამსწრე საზოაგადოებას საშუალება ექნება მიიღოს მისთვის საინტერესო შეკითხვებზე ამომწურავი პასუხი.

სემინარზე მონაწილეობის მსურველებს შეუძლიათ გაიარონ ონლაინ რეგისტრაცია: https://docs.google.com/forms/d/1E37lRmFOq6xe8s3It2nOC40y9HALPBy61RFWfHhzyTI/viewform?usp=send_form

სიახლეებში დაბრუნება

0322 77 11 11