მიმდინარეობს ვებ-გვერდის განახლება

კონკურსი

07-10-2014
პირველი ოფიციალური ანაზღაურებადი სტაჟირება საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატაში 

საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის სტაჟიორთა შესარჩევი კონსკურსი “საქექსპერტიზაში“ 

საქართველოს ყველაზე მსხვილი ბიზნეს-გაერთიანება - საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატა აცხადებს კონკურსს -  შპს “საქექსპერტიზაში“ სტაჟირების გავლის მიზნით.

სტაჟირების ეს კონკრეტული პროგრამა წარმოადგენს ანაზღაურებად სტაჟირებას,რაც კიდევე რთხელ ხაზს უსვამს სტაჟირების მიმართ საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის მაღალ ინტერესს.

წარმატებულ სტაჟიორებს, პირველი - ერთთვიანი გამოსაცდელი ვადის შემდგომ, მენეჯმენტისა და სტაჟირების ხელმძღვანელთა მიერ სტაჟიორთა შედეგების საერთო შეფასების საფუძველზე დაენიშნებათ შესაბამისი ანაზღაურება.

სტაჟიორთა შესარჩევი კონკურსი ცხადდება შემდეგ მიმართულებებში:

1. სამშენებლო საქმიანობის ექსპერტიზა;
2. შეფასებითი საქმიანობა (მოძრავი და უძრავი ქონების შეფასება);
3. სასაქონლო ექსპერტიზა.

დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ: http:// http://www.gcci.ge/

სიახლეებში დაბრუნება

0322 77 11 11