მიმდინარეობს ვებ-გვერდის განახლება

კონკურსები სტუდენტებისთვის

კონკურსები სტუდენტებისთვის

02-10-2014
მაგისტრატურისა და ბაკალავრიატის 
სტუდენტთა  საყურადღებოდ!

“ახალგაზრდა მეცნიერთა და სტუდენტთა ინოვაციურ საქმიანობათა ხელშემწყობი ცენტრი - “ერთად” აცხადებს კონკურსებს:

1. „Web-ზე დაფუძნებული  სკოლის  საგნების სწავლებისა  და  ტესტირების ინტერაქტიული სისტემა”
ა)  პროგრამული სისტემის შექმნა (სასურველია, კონკურსანტი ფლობდეს ASP-ს და  C #).
ბ) ქართულ-ინგლისური მათემატიკური ლექსიკონის შექმნა (სასურველია, კონკურსანტმა იცოდეს ტექნიკური ინგლისური და საოფისე პროგრამები).
გ)  ვებპორტალისათვის  ქიმიური ნაწილის ინფორმაციული უზრუნველყოფა -  სასურველია საოფისე პროგრამების და ქიმიის გამორჩეული ცოდნა. 

2. „ქართულენოვანი კომპიუტერი“
ა)  პროგრამული სისტემის შექმნა (სასურველია,კონკურსანტი ფლობდეს ASP-ს და  C #, ასევე ინგლისურისა და საოფისე პროგრამებს).

სტუდენტები, რომლებსაც სურვილი აქვთ მონაწილეობა მიიღონ აღნიშნული პროექტების შესრულებაში, უნდა მობრძანდნენ ჩვენთან სპეციალური განაცხადის შესავსებად. 

განცხადების შემოტანის ბოლო ვადაა 13 ოქტომბერი.

ჩატარდება გასაუბრება, შემდეგ დაიდება ხელშეკრულება. 

პროექტში მონაწილე სტუდენტები უზრუნველყოფილი იქნებიან კვალიფიციური კონსულტაციებით, ტექნიკითა და დოკუმენტაციით. შესრულებული სამუშაოების მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების შემდეგ, მიიღებენ ხელშეკრულებით გათვალისწინებულ თანხას. 

ჩვენი მისამართია: სტუ-ს VI სასწავლო კორპუსი, V სართული, ოთახი 510ა.
ტელეფონი: 236-41-28, 64-47.


სიახლეებში დაბრუნება

0322 77 11 11