1-ელ ოქტომბერს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ჩატარდა ღია კარის დღე პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე დარეგისტრირებული აპლიკანტებისთვის.
შეხვედრაზე გაიმართა პრეზენტაცია გამოცდების შესახებ, სადაც აპლიკანტებმა მათთვის საინტერესო კითხვებთან დაკავშირებით ამომწურავი ინფორმაცია მიიღეს.
შეხვედრას ესწრებოდნენ წარმომადგენლები საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროდან და გამოცდების ეროვნული ცენტრიდან, ასევე, ტექნიკური უნივერსიტეტის ფაკულტეტების დეკანები და პროგრამების ხელმძღვანელები.