08-09-2014
სწავლება გდანსკის პოლიტექნიკურ უნივერსიტეტში
გდანსკის პოლიტექნიკური უნივერსიტეტი (პოლონეთი) საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს სთავაზობს სწავლებას საბაკალავრო (ინჟინერი: 3,5 წელი), სამაგისტრო (მაგისტრი: 1,5 წელი) და სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამებზე, შემდეგ ფაკულტეტებზე:
• არქიტექტურა
• ქიმია
• ელექტრონიკა, ტელეკომუნიკაცია და ინფორმატიკა
• ელექტროტექნიკა და ავტომატიკა
• ტექნიკური ფიზიკა და გამოყენებითი მათემატიკა
• სახმელეთო საინჟინრო და გარემოს დაცვა
• მექანიკა
• ოკეანის ტექნიკა და გემთმშენებლობა
• მენეჯმენტი და ეკონომიკა
გდანსკის პოლიტექნიკურ უნივერსიტეტში სწავლა მიმდინარეობს პოლონურ ან ინგლისურ ენებზე. პოლონურ ენაზე სწავლისათვის აუცილებელია სტუდენტი ფლობდეს პოლონური ენის B1 და B2 ცოდნის დონეებს, ინგლისურ ენაზე კი აუცილებელია - მინიმუმ 6 ქულა IELTS.
უნივერსიტეტის შესახებ დეტალური ინფორმაციისათვის იხილეთ:
www.pg.edu.pl
სიახლეებში დაბრუნება