ჩეხეთის რესპუბლიკის მთავრობის სტიპენდიები
ჩეხეთის რესპუბლიკა საქართველოს მოქალაქეებისთვის გამოყოფს 4 სტიპენდიას ჩეხურ და 3 სტიპენდიას ინგლისურენოვან პროგრამებზე სასწავლებლად და აცხადებს ყოველწლიურ კონკურს 2015-2016 სასწავლო წლისთვის.
ჩეხურენოვანი საბაკალავრო (სწავლის ხანგრძლივობა 3-4 წელი) , სამაგისტრო (სწავლის ხანგრძლივობა 4-6 წელი) და სადოქტორო პროგრამისთვის (სწავლის ხანგრძლივობა 3-4 წელი) გამოყოფილია სტიპენდია შემდეგ სპეციალობებზე: მედიცინა, ტექნიკური დარგები, ინჟინერია, ეკონომიკა. (შერჩეული კანდიდატები ერთწლიან მოსამზადებელი კურსს გაივლიან ჩეხურ ენაში).
ინგლისურენოვან სამაგისტრო (სწავლის ხანგრძლივობა 1-3 წელი) და სადოქტორო პროგრამებზე სტიპენდიები (სწავლის ხანგრძლივობა 3-4 წელი) გამოყოფილია ინფორმატიკის, სოფლის მეურნეობის, ეკონომიკის, გარემოს დაცვის, ენერგეტიკის სპეციალობებზე.
ეკონომიკა (ინგლისურენოვანი სამაგისტრო პროგრამები):
· ეკონომიკა და მენეჯმენტი
· ფინანსები და ბუღალტრული აღრიცხვა
· განაცხადის შევსების ბოლო ვადაა 2014 წლის 30 სექტემბერი.
ეკონომიკა ( ინგლისურენოვანი სადოქტორო პროგრამები):
· ეკონომიკა და მენეჯმენტი
· ეკონომიკური პოლიტიკა და ადმინისტრირება
სოფლის მეურნეობა (ინგლისურენოვანი სამაგისტრო პროგრამები):
სოფლის მეურნეობა (ინგლისურენოვანი სადოქტორო პროგრამები):
ინფორმატიკა (ინგლისურენოვანი სამაგისტრო პროგრამები):
ინფორმატიკა (ინგლისურენოვანი სადოქტორო პროგრამები):
გარემოს დაცვა (ინგლისურენოვანი სადოქტორო პროგრამები):
ენერგეტიკა (ინგლისურენოვანი სამაგისტრო პროგრამები):
ენერგეტიკა (ინგლისურენოვანი სადოქტორო პროგრამები):
საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამებზე სტიპენდიის ოდენობა ყოველთვიურად - 14,000 ჩეხური კრონი (504.17 ევრო - 2014 წლის 2 სექტემბრისთვის არსებული შესაბამისი სავალუტო კურსის მიხედვით);
სადოქტორო პროგრამებზე სტიპენდიის ოდენობა ყოველთვიურად - 15,000 ჩეხური კრონი (540.18 ევრო - 2014 წლის 2 სექტემბრისთვის არსებული შესაბამისი სავალუტო კურსის მიხედვით).
განაცხადის შევსების ბოლო ვადაა 2014 წლის 30 სექტემბერი.