მიმდინარეობს ვებ-გვერდის განახლება

სასწავლო სტიპენდიების პროგრამა

სასწავლო სტიპენდიების პროგრამა

02-09-2014

შვეიცარიის მთავრობის სასწავლო სტიპენდიები

2015-2016 წლისთვის შვეიცარიის მთავრობა კვლევითი, სადოქტორო და პოსტ-დოქტორანტურის სტიპენდიების გაცემას იწყებს.

შემოთავაზებული სტიპენდიების სახეობებისა და მოთხოვნილი კრიტერიუმების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ბმულზე: http://www.sbfi.admin.ch/themen/01366/01380/02175/02245/index.html?lang=en 

სტიპენდიათა პროგრამაში მონაწილეობის მსურველებმა ინგლისურ, გერმანულ, ფრანგულ ან იტალიურ ენაზე უნდა გააგზავნონ შემდეგი ინფორმაცია:

· რა სახის სტიპენდიის მიღება გსურთ (კვლევითი, სადოქტორო ან პოსტ-დოქტორანტურა)

· სამოტივაციო წერილი

· აქტუალური და სრული ბიოგრაფია

აღნიშნული ინფორმაცია უნდა გაიგზავნოს ელ.ფოსტაზე: tif.vertretung@eda.admin.ch 

ზემოთ ჩამოთვლილი ინფორმაციის მიღებისა და გადამოწმების შემდეგ, საელჩო მსურველებს გამოუგზავნის განაცხადისათვის საჭირო საბუთების სრულ პაკეტს.

საბუთების მიღების ბოლო ვადა: 2014 წლის 28 ნოემბერი, 14:00 სთ.


სიახლეებში დაბრუნება

0322 77 11 11