სტუდენტთა საყურადღებოდ
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს და სსიპ საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის (საქსტატი) შორის არსებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმით გათვალისწინებულია საქართველოს მოსახლეობის საყოველთაო აღწერის პროცესში წარჩინებული სტუდენტების დასაქმება.
საქართველოს მოსახლეობის საყოველთაო აღწერის პროცესში, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტების დასაქმების მიზნით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დადგენილი კვოტის ფარგლებში, სტუ-ს ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულების (ფაკულტეტების) რაოდენობის პროპორციულად მიმდინარეობს სტუ-ს სტუდენტების რეგისტრაცია.
ელექტრონული წესით რეგისტრაცია გაგრძელდება 2014 წლის, 27 ივლისის, 17:00 საათამდე.
ელექტრონული წესით რეგისტრირებულმა სტუდენტებმა, მოთხოვნილი დოკუმენტაცია უნდა წარმოადგინონ არაუგვიანეს 2014 წლის, 28 ივლისის, 17:00 საათამდე, მისამართზე კოსტავას 77, სტუ-ს ადმინისტრაციული კორპუსი, II სართული, ოთახი #262.
განაცხადები, რომლებიც მოთხოვნილი დოკუმენტაციის მიხედვით სრულყოფილად არ იქნება წარმოდგენილი, განხილვას არ ექვემდებარება.
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულებისათვის (ფაკულტეტების) გამოყოფილი ვაკანსიების რაოდენობა:
დამატებითი ინფორმაციისათვის მოგვმართეთ:
სოციალურ საკითხთა, სპორტისა და კულტურის დეპარტამენტს.
მის.: კოსტავას 77, სტუ-ს ადმინისტრაციული კორპუსი, ოთახი #268.
ან დარეკეთ ნომერზე 2 36 53 45.
ელ.ფოსტა stu@gtu.ge