მიმდინარეობს ვებ-გვერდის განახლება

დაჯილდოება

დაჯილდოება

18-07-2014
წყალმომარაგების კომპანიამ სტუ-ის სტუდენტი დააჯილდოვა

18 ივლისს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში წყალმომარაგების ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებისთვის გამოცხადებულ კონკურსში გამარჯვებული სტუდენტი დაჯილდოვდა. კონკურსი "საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიამ"გამოაცხადა. 

გამარჯვებული სტუდენტი საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ელგუჯა ხოკრიშვილმა დააჯილდოვა. სტუდენტს ერთწლიანი სტიპენდია გადაეცა. ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს "საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის" გენერალურმა დირექტორმა არჩილ ცაბუტაშვილმა, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა არჩილ ფრანგიშვილმა, ტექნიკური უნივერსიტეტის თვითმმართველობის წარმომადგენლებმა და უნივერსიტეტის სამშენებლო ფაკულტეტის სტუდენტებმა.


სიახლეებში დაბრუნება

0322 77 11 11