მიმდინარეობს ვებ-გვერდის განახლება

შეხვედრა

09-07-2014

შეხვედრა ბიდგოშჩის ეკონომიკის უნივერსიტეტის წარმომადგენლებთან  

8 ივლისს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, სამეცნიერო ბიბლიოთეკაში, პოლონელ სტუმრებთან შეხვედრა გაიმართა. სტუ-ში იმყოფებოდნენ ბიდგოშჩის ეკონომიკის უნივერსიტეტის (პოლონეთი) კანცლერი სიკორა ფილიპი და ბიდგოშჩის ეკონომიკის უნივერსიტეტის პრეზიდენტის წარმომადგენელი აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებთან კონტაქტის საკითხებში კოსციელაკ ცეზარი. 

შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ფაკულტეტების დეკანები, მენეჯერები, ადმინისტრაციის წარმომადგენლები. 

პოლონელმა სტუმრებმა სტუ-ის წარმომადგენლებს ბიდგოშჩის ეკონომიკის უნივერსიტეტის შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს და სამომავლო თანმშრომლობის საკითხებზე იმსჯელეს. საუბარი შეეხო სტუ-სა და ბიგდოშჩის უნივერსიტეტს შორის გაფორმებული მემორანდუმის დეტალებს, მათ შორის სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალის გაცვლის საკითხებს და სხვადასხვა პროექტს. 

აღსანიშნავია, რომ მემორანდუმი სტუ-სა და ბიგდოშჩის უნივერსიტეტს შორის მიმდინარე წლის მაისში გაფორმდა.


სიახლეებში დაბრუნება

0322 77 11 11