15-10-2009
ლიტველი სტუმრის ვიზიტი სტუ-ში
15 ოქტომბერს ტექნიკურ უნივერსიტეტს ვილნიუსის გედიმინას სახელობის ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, პროფ. ჰაბილ რომაულდას გინევიჩიუსი ეწვია, რომელიც მონაწილეობას ღებულობს სტუ საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაში “მოწინავე მსუბუქი კონსტრუქციები და რეფლექტორული ანტენები”.
ლიტველი სტუმარი შეხვდა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორს, პროფ. არჩილ ფრანგიშვილს. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ საერთაშორისო ურთიერთობებისა და სტანდარტების სამსახურის უფროსი, პროფ. ოთარ ზუმბურიძე და მეცნიერების დეპარტამენტის უფროსი, პროფ. დავით თავხელიძე, ლიტვაში საქართველოს ყოფილი ელჩი და საერთაშორისო სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრის საქართველოს ფილიალის ხელმძღვანელი, პროფ. ირინე ხომერიკი.
შეხვედრაზე განხილული იქნა უმაღლეს სასწავლებლებს შორის მომავალი ურთიერთთანამშრომლობის საკითხები.
სიახლეებში დაბრუნება