მიმდინარეობს ვებ-გვერდის განახლება

შეხვედრა

02-07-2014

მეექვსეკლასელმა ლუკა იმერლიშვილმა სტუ-ში კვანტური მექანიკის საკითხებზე ისაუბრა

 1-ელ ივლისს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საინჟინრო ფიზიკის დეპარტამენტში გაიმართა შეხვედრა თბილისის 24-ე საჯარო სკოლის მე-6 კლასის მოსწავლე ლუკა ირემაშვილთან. 

ლუკა ირემაშვილი დაინტერესებულია ფიზიკის (კვანტური მექანიკის), ფილოსოფიის, ფსიქოლოგიისა და პალეონტოლოგიის საკითხებით. შეხვედრაში მონაწილეობდნენ კონსულტანტი, ქიმიის დოქტორი ილია ხითარიშვილი, საინჟინრო ფიზიკის დეპარტამენტის თანამშრომლები. საუბარი შეეხო ატომების ფორმირებს , ატომებში 4S2, 5S2, 6S2 7S2 დონეებზე მბრუნავი ელექტრონების, მეხუთე კვანტური რიცხვის, ელექტრონების სხვადასხვა დროში ერთდროულად არსებობის საკითხ ებ ს.

დისკუსიის შედეგად გამოითქვა მოსაზრება, რომ საკითხში ღრმად გასარკვევად საჭიროა შემდგომი შეხვედრები, რაც გაიმართება ა/წ სექტემბრიდან.

როგორც მეცნიერების ნაწილი მიიჩნევს, ლუკა იმერლიშვილი მსოფლიოს ახალი აღმოჩენაა.


სიახლეებში დაბრუნება

0322 77 11 11