სტუ-ში “თბილისელების ადვოკატის” პრეზენტაცია გაიმართა
9 ოქტომბერს ტექნიკურ უნივერსიტეტს ქ. თბილისის მერი ბატონი გიორგი უგულავა სტუმრობდა. მერიის ინიციატივით ჩატარდა პრეზენტაცია პროექტისა “თბილისელების ადვოკატი”. ქალაქის მერმა დამსწრე საზოგადოებას წარუდგინა პროექტი, რომელიც ითვალისწინებს მოქალაქეთა ინტერესების დაცვასა და სამოქალაქო სამართლის საკითხებში უფასო იურიდიული მომსახურების გაწევას. პროექტის კოორდინატორია ქ. თბილისის საკრებულოს წევრი, ქალბატონი სევდია უგრეხელიძე.