საჩუქარი ტექნიკურ უნივერსიტეტს
19 ივნისს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს სასწავლო და სამეცნიერო აპარატურის მწარმოებელი გერმანული ფირმის „PHYWE “ წარმომადგენლები ეწვივნენ.
ფირმის ერთ-ერთმა დამფუძნებელმა, ჯიმშერ ღურწკაიამ, საინჟინრო-ფიზიკის დეპარტამენტს საჩუქრად გადასცა ეკოლოგიის ულტრათანამედროვე ლაბორატორია.
პროფესორებმა ედუარდ ვიტინგმა და ხორსტ ებერტმა ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესურას ფირმის შესაძლებლობები გააცნეს. შეხვედრაზე, ასევე, განხილული იქნა საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და გერმანულ კომპანიას შორის მომავალი თანამშრომლობის საკითხები.