მიმდინარეობს ვებ-გვერდის განახლება

პროექტი ARMAZEG

პროექტი ARMAZEG

19-06-2014

ინსტრუმენტების შემუშავება უწყვეტი განათლებისთვის ტრანსკავკასიის რეგიონში: ელექტრონული სწავლება

ევროკომისიის მახრდაჭრით დაფინანსებული Tempus -ის საგრანტო პროექტი ARMAZEG "ინსტრუმენტების შემუშვება უწყვეტი განათლებისთვის ტრანსკავკასიის რეგიონში: ელექტრონული სწავლება" მიმართულია ტექნოლოგიაზე-დაფუძნებული სასწავლო პროცესის მეთოდოლოგიისა და ტექნოლოგიის დამუშავებასა და დანერგვაზე ქართულ საგანმანათლებლო სივრცეში.

პროექტის ხანგრძლივობა სამი წელია -1 დეკემბერი 2013 - 30 ნოემბერი 2016.

პროექტის კოორდინატორია ევროპის ერთერთი უძველესი უნივერსიტეტი, ბელგიის ლიუვენის უნივერსიტეტი, ხოლო კონსორციუმის წევრები არიან იტალიის და ესპანეთის უნივერსიტეტები, ევროპის დისტანციური და ელექტრონული სწავლების ქსელი EDEN (ინგლისი), სომხეთის და საქართველოს უნივერსიტეტები. 

საქართველოს მხრიდან პროექტში მონაწილეობას მიიღებენ თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტი, წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტი და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი.

ისევე, როგორც TEMPUS-ის ეგიდით განხორციელებული სხვა პროექტები, ეს პროექტიც მიზნად ისახავს ევროპული და პარტნიორი ქვეყნების საგანმანათლებლო სტანდარტების დაახლოებას. მისი მიზანია მჭიდრო პარტნიორობა ევროპულ უნივერსიტეტებთან, თანამედროვე სასწავლო მეთოდოლოგიისა და ტექნოლოგიის ათვისება და ახალი საინფორმაციო ტექნოლოგიების დანერგვა როგორც საუნივერსიტეტო, ასევე უწყვეტი განათლების მიღების პროცესში.

This project has been funded with support from the European Commission. This communication reflects the view only of the author, and the Commission cannot be held responsible for any use which may be made of the information contained therein.


სიახლეებში დაბრუნება

0322 77 11 11