სტუ-ში საქართველოს კერამიკოსთა ასოციაციის II საერთაშორისო კონფერენცია და გამოფენა გაიხსნა
7 ოქტომბერს სტუ-ში საქართველოს კერამიკოსთა ასოციაციის II საერთაშორისო კონფერენცია და გამოფენა გაიხსნა, რომელიც ეძღვნებოდა კალისტრატე ქუთათელაძის დაბადებიდან 100 წლისთავსა და ასევე, საქართველოს კერამიკოსთა ასოციაციისა და მისი საგამომცემლო ორგანოს, ჟურნალ “კერამიკის” დაარსებიდან 10 წლისთავს.