
სტუ სტუდენტები ტერორიზმის წინააღმდეგ
11 სექტემბერს სტუ ადმინისტრაციული კორპუსის ეზოში აშშ-ში 11 სექტემბერს მომხდარ ტერაქტთან დაკავშირებით “სტუ-ს სტუდენტურმა მოძრაობამ” ტერორიზმის საწინააღმდეგო აქცია გამართა და ამერიკელ ხალხს თანაგრძნობა და მხარდაჭერა კიდევ ერთხელ გამოუცხადა.
აქციის მონაწილეებმა 11 სექტემბერს დაღუპულთა სულებს წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს.
აქციაზე ასევე ნაჩვენები იყო 11 სექტემბრის ტერაქტის ამსახველი მასალების ვიდეოკოლაჟი.