“საქართველოს ევროინტეგრაცია და მე”
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი აცხადებს ესსეების კონკურსს თემაზე: “საქართველოს ევროინტეგრაცია და მე”. კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ საქართველოს უმაღლესი სასწავლებლების, “4+1” პროგრამაში მონაწილე ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელ სტუდენტებს.
კონკურსი მიზნად ისახავს საქართველოში მცხოვრებ ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელ ახალგაზრდებს შორის ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესის შესახებ ცნობიერების ამაღლებას. კონკურსში სტუ-ს სტუდენტებიც მიიღებენ მონაწილეობას.
კონკურსში გამარჯვებულ სამ საუკეთესო ესსეს ავტორს დაჯილდოვების ცერემონიალზე გადაეცემათ პერსონალური კომპიუტერები.
კონკურსთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაციისათვის იხილეთ დანართი.