23 ივლისს აკადემიური საბჭოს მორიგი სხდომა გაიმართა, რომელზეც უნივერსიტეტში ხანგრძლივი და ნაყოფიერი მუშაობისათვის აკადემიური საბჭოს სახელით საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საპატიო დიპლომი გადაეცათ პროფესორებს: დავით ჯაფარიძეს, ირაკლი ზედგენიძესა და ნოდარ ქაჯაიას.
ამავე სხდომაზე “გ. ნიკოლაძის მედლით” დაჯილდოვდნენ პროფესორები: ჯუმბერ ლეჟავა, ჯემალ ლომსაძე და თამაზ გეგეჭკორი.
ვულოცავთ სტუ პროფესორებს ამ აღიარებას და წარმატებებს ვუსურვებთ როგორც პირად, ასევე, პროფესიულ საქმიანობაში.