14-07-2009
პასაუს უნივერისტეტი და ევროპის სტუდენტთა ფორუმი AEGEE
სტიპენდიათა პროგრამა „განათლება დემოკრატიისათვის“
პასაუს უნივერსიტეტი (გერმანია) აცხადებს სტიპენდიათა პროგრამას (2009 წლის ოქტომბერი - 2010 ივლისი). სტიპენდიათა პროგრამა ითვალისწინებს 10 თვის განმავლობაში სტიპენდიას ყოველთვიურად 550€ ოდენობით. აღნიშნული პროგრამის კურსები ორიენტირებულია კონფლიქტის გადაწყვეტაზე, სამოქალაქო საზოგადაოებასა და დემოკრატიაზე.
პროგრამაში მონაწილეობის მსურველთათვის უცილებელი დოკუმენტები:
- სამოტივაციო წერილი (მაქსიმუმ 2 გვერდი)
- წერილობითი ფორმით (1-2 გვერდი) წარმოდგენილი პერსონალური კავშირები და ინტერესები საქართველოს კონფლიქტურ ზონებთან მიმართებით
- CV და ფოტოსურათი
- გერმანული ენის ფლობის დამადასტურებელი დოკუმენტები
- პერსონალური მონაცემები
- უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დიპლომი და მისი დანართი
- საშუალო განათლების დამადასტურებელი ატესტატი
- 2 სარეკომენდაციო წერილი
საბუთების წარდგენის ბოლო ვადაა: 09.08.09
დეტალური ინფორმაციისათვის მიმართეთ:
საკონტაქტო პირები:
ტერეზა პლაფინგერი (Teresa Pfaffinger)
გიორგი ოზიაშვილი
სიახლეებში დაბრუნება