04-06-2009
ტრადიციული ხელოვნების სტუდენტური ფესტივალი “ერის ხმა” გრძელდება
მთაწმინდის პარკში გრძელდება თბილისის მერიისა და თსუ-ს მიერ ორგანიზებული ტრადიციული ხელოვნების სტუდენტური ფესტივალი “ერის ხმა”.
3 ივნისს მასში სტუ-სთან ერთად მონაწილეობა მიიღეს შემოქმედებითმა ჯგუფებმა აგრარული, სამედიცინო და ჭავჭავაძის სახ. უნივერსიტეტებიდან. ასევე, ბათუმისა და ქუთაისის ფოლკლორულმა ანსამბლებმა.
აღსანიშნავია, რომ განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა სტუ-ს გამოსვლამ, რომელიც წარმოდგენილი იყო თავისი აღიარებული ქორეოგრაფიული ანსამბლით “მერანი”, ვაჟთა სახალხო კაპელითა და თეატრ-სტუდია “მოდინახე”-თი.
სიახლეებში დაბრუნება