გთავაზობთ ინფორმაციას საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში 2025/2026 სასწავლო წელს სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხვის მსურველთა რეგისტრაციის ვადების, თანდართული დოკუმენტაციის წარდგენისა და საგამოცდო განრიგის შესახებ.
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხვის მსურველთა რეგისტრაცია განხორციელდება ელექტრონულ პლატფორმაზე - register.gtu.ge, 2025 წლის 25 აგვისტოდან 1-ელი სექტემბრის ჩათვლით;
სტუ-ის სამაგისტრო პროგრამებზე კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვს აპლიკანტს, რომელსაც საერთო სამაგისტრო გამოცდის ტესტის 4 ნაწილიდან, რომელიმე სამში მაინც აქვს გადალახული მინიმალური ზღვარი;
გამოცდა/გასაუბრება უცხო ენაში ჩატარდება 2025 წლის 3 სექტემბერს, რომლის შედეგებიც გამოქვეყნდება 2025 წლის 4 სექტემბერს. სააპელაციო განაცხადები მიიღება 2025 წლის 3 სექტემბრიდან 5 სექტემბრის 12:00 საათამდე, გამოცდის ჩატარების ადგილზე. საბოლოო შედეგები აპელაციის გათვალისწინებით გამოქვეყნდება 2025 წლის 5 სექტემბერს;
სასპეციალიზაციო გამოცდები ჩატარდება 2025 წლის 5 სექტემბერს და პირველადი შედეგები გამოცხადდება 2025 წლის 6 სექტემბერს, რომელიც იმავე დღესვე განთავსდება უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე; საპრეტენზიო განცხადებების მიღება მოხდება გამოცდის ჩატარების ადგილზე 2025 წლის 5 სექტემბრიდან 8 სექტემბრის 12:00 საათამდე; სასპეციალიზაციო გამოცდების საბოლოო შედეგები (აპელაციის გათვალისწინებით) გამოცხადდება 2025 წლის 8 სექტემბერს და განთავსდება უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე;
საერთო სამაგისტრო გამოცდის თითოეული ნაწილისა და სასპეციალიზაციო გამოცდის შედეგების საფუძველზე (საკონკურსო ქულა) შექმნილი სამაგისტრო გამოცდების კოეფიციენტებით რანჟირების საფაკულტეტო დოკუმენტი (ჩასარიცხ აპლიკანტთა სიები) განთავსდება 2025 წლის 9 სექტემბერს;
სტუ-ის ფაკულტეტების დეკანატებში მაგისტრანტობის კანდიდატებმა სასწავლო და საფინანსო ხელშეკრულებები უნდა გააფორმონ 2025 წლის 10 სექტემბრიდან 17 სექტემბრის ჩათვლით (კვირა დღის გარდა).
უნივერსიტეტის ვებგვერდი იყენებს „მზა-ჩანაწერებს" (Cookies) მომხმარებლის გამოცდილების გასაუმჯობესებლად.. თუ აგრძელებთ საიტით სარგებლობას ან აჭერთ ღილაკს „თანახმა ვარ," თქვენ ეთანხმებით მზა ჩანაწერების გამოყენების წესებს, რომელიც აღწერილია ჩვენი "მზა ჩანაწერების" პოლიტიკაში. წინააღმდეგ შემთხვევაში, ვებგვერდი ვერ მოგაწვდით პერსონალიზებულ შინაარსს, მომსახურებასა და შეთავაზებებს.
აუცილებელი>
ვებსაიტის გამართული ფუნქციონირებისთვის აუცილებელი ქუქი-ფაილები.
მარკეტინგი>
მარკეტინგული ქუქი-ფაილები გვეხმარება პერსონალიზებული კონტენტისა და რეკლამების მიწოდებაში.
ანალიზი>
ანალიტიკური ქუქი-ფაილები გვეხმარება გავიგოთ, თუ როგორ ურთიერთქმედებენ ვიზიტორები ჩვენს ვებსაიტთან.