„მაღალი ენერგიის ფიზიკის ახალი ტენდენციები - 2025“ - სტუ-ის მეცნიერები საერთაშორისო კონფერენციაზე

„მაღალი ენერგიის ფიზიკის ახალი ტენდენციები - 2025“ - სტუ-ის მეცნიერები საერთაშორისო კონფერენციაზე

 

„მაღალი ენერგიის ფიზიკის ახალი ტენდენციები - 2025“ - სტუ-ის მეცნიერები საერთაშორისო კონფერენციაზე

19-09-2025
„მაღალი ენერგიის ფიზიკის ახალი ტენდენციები - 2025“ - სტუ-ის მეცნიერები საერთაშორისო კონფერენციაზე
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ინფორმატიკისა და მართვის სიტემების ფაკულტეტის საინჟინრო ფიზიკის დეპარტამენტის მეცნიერებმა საერთაშორისო კონფერენციაში - „მაღალი ენერგიის ფიზიკის ახალი ტენდენციები - 2025“ (New Trends in High-Energy Physics – 2025) - მიიღეს მონაწილეობა.

საერთაშორისო კონფერენციაზე, რომელიც თანამედროვე მაღალი ენერგიების ფიზიკაში წამყვანი თემების განხილვას მიეძღვნა, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საინჟინრო ფიზიკის დეპარტამენტის მეცნიერები ორი პლენარული მოხსენებით წარსდგნენ - პროფესორი პაატა კერვალიშვილი თემით: „ლეპტონები, როგორც შესაძლო ქუბითები ქვანტური კომპიუტერებისთვის“ (Leptons as Possible Qubits for Quantum Computing) და პროფესორები თამარ ბერბერაშვილი, ვახტანგ გოგიჩაიშვილი და პაატა კერვალიშვილი ჯგუფური თემით: „სპინ-პოლარიზებული ნაკადის სასაზღვრო მნიშვნელობის ამონახსნი“ (Boundary Value Solution for Spin-Polarized Flow). 

შიდა.png

სტუ-ის საინჟინრო ფიზიკის დეპარტამენტის მეცნიერის - პაატა კერვალიშვილის განცხადებით, აღნიშნული სამეცნიერო ფორუმი, რომელიც ყურადღებას ამახვილებს მაღალი ენერგიებისა და ნაწილაკურ და ბირთვულ ფიზიკაში არსებულ აქტუალურ პრობლემებზე, მიეძღვნა მაღალი ენერგიების ფიზიკაში კონფერენციების სერიის ორგანიზატორის, ცნობილი უნგრელი მეცნიერის, პროფესორ ლასლო იენკოვსკის ხსოვნას, რომელიც მიმდინარე წლის აგვისტოში გარდაიცვალა.

როგორც პაატა კერვალიშვილი აღნიშნავს, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მეცნიერ-მკვლევრებს მსგავსი ფორმატის სამეცნიერო ფურუმებში მონაწილეობით შესაძლებლობა აქვთ საინჟინრო ფიზიკის დეპარტამენტში მიმდინარე უახლესი კვლევები მსოფლიოს წამყვან მეცნიერებს გააცნონ, მათთან სამომავლო კოლაბორაცია გააღრმავონ და ამავდროულად, სხვადასხვა ქვეყნის ახალგაზრდა მკვლევრები დააინტერესონ. მისი თქმით, კონფერენციის მუშაობაში მონაწილება მსოფლიოს 20 ქვეყნის 90-დე მეცნიერმა მიიღო.

ცნობისათვის, საერთაშორისო კონფერენციამ - „მაღალი ენერგიის ფიზიკის ახალი ტენდენციები – 2025“ - მუშაობა დღეს დაასრულა. სამეცნიერო ფორუმს ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტმა 90 წლისთავისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიებების ფარგლებში უმასპინძლა.

კონფერენციის ვებგვერდი განთავსებულია ბირთვული კვლევების ევროპული ორგანიზაციის (CERN) სერვერზე.

სიახლეებში დაბრუნება