მიმდინარეობს ვებ-გვერდის განახლება

დისტანციური სწავლება

დისტანციური სწავლება

05-06-2009
დისტანციური სწავლების ცენტრის შექმნასთან დაკავშირებული საკითხების განხილვა
 
5 ივნისს სტუ-ს გიორგი ნიკოლაძის სახელობის მცირე სააქტო დარბაზში დისტანციური სწავლების ცენტრის შექმნასთან დაკავშირებული საკითხების განხილვა გაიმართა.

შეხვედრა გახსნა სტუ-ს რექტორმა, პროფ. არჩილ ფრანგიშვილმა. მან ვრცლად ისაუბრა დისტანციური სწავლების სტრუქტურაზე როგორც ევროპაში, ასევე, ამერიკის შეერთებულ შტატებში.

შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს თანამედროვე ჰუმანიტარული აკადემიის (რუსეთი) რექტორმა, პროფ. მიხეილ კარპენკომ და ამავე აკადემიის პრორექტორმა, პროფ. ლიუდმილა სელსკაიამ. მათ წარმოადგინეს დისტანციური სწავლების მეთოდების პრეზენტაცია. სტუმრებმა რუსეთიდან ვრცლად ისაუბრეს დისტანციური სწავლების მეთოდებსა და მათთან დაკავშირებულ ახალი ტენოლოგიების დანერგვაზე.

შეხვედრას ესწრებოდნენ სტუ-ს ადმინისტრაციისა და  სტუდენტური თვითმმართველობის წარმომადგენლები, ასევე, სტუ-ს აკადემიური პერსონალი. 

შეხვედრის დასასრულს ხელი მოეწერა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს სტუ-სა და თანამედროვ ჰუმანიტარულ აკადემიას შორის.


სიახლეებში დაბრუნება

0322 77 11 11