29 მაისს აკადემიური საბჭოს სხდომაზე ღვაწლმოსილ პედაგოგს პროფ. ბორის ბოქოლიშვილს ხანგრძლივი და ნაყოფიერი პედაგოგიური მოღვაწეობისათვის და ახალგაზრდების მომზადებაში შეტანილი წვლილისათვის ტექნიკური უნივერსიტეტის უმაღლესი ჯილდო, გიორგი ნიკოლაძის სახელობის მედალი გადაეცა.
ვულოცავთ ბატონ ბორის ბოქოლიშვილს ამ აღიარებას და წარმატებებს ვუსურვებთ როგორც პირად, ასევე, პროფესიულ საქმიანობაში.