30-05-2009
გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა
“საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა” აცხადებს კონკურსს, სწავლება-გადამზადების ცენტრში მსმენელთა მიღებაზე.
კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვთ:
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ენერგეტიკისა და ტელეკომუნიკაციების კურსდამთავრებულებს (ბაკალავრის ან მაგისტრატურის ხარისხის მქონე ინჟინერ-ენერგეტიკოსებს).
მსურველებმა უნდა წარმოადგინონ შემდეგი საბუთები:
- განცხადება სსე-ის მმართველის სახელზე (მითითებული უნდა იქნას თუ რა სპეციალობით გაიარა სწავლება).
- დამთავრების დიპლომის ასლი დანართით;
- CV;
- ჯანმრთელობის ცნობა;
განცხადებები მიიღება შემდეგ მისამართზე: ქ.თბილისი ბარათაშვილის ქ.¹2, “სსე”-ის კანცელარია. მიღების პერიოდი: 2 ივნისიდან - 9 ივნისამდე.
სწავლების მიზანი: ქვესადგურის მორიგე ინჟინრების, უსაფრთხოების ინჟინრების, მოწყობილობა-დანადგარების, რელეური დაცვისა და გადაცემის ხაზების მომსახურე ინჟინერ-ტექნიკური პერსონალის მომზადება.
კონკურსში მონაწილეობის მსურველებს შეუძლიათ წინასწარ გაეცნონ საკონკურსო საკითხებს.
კონკურსი ჩატარდება 11 და 12 ივნისს (დილის 9 საათიდან) მისამართზე: ბარათაშვილის ქ.¹2 მე-4 სართული, ოთახი ¹425
ჩარიცხულთა სია გამოქვეყნდება 15 ივნისს.
სწავლების პირობები:
სწავლა უფასოა, ლექტორ-მასწავლებლები დაკომპლექტებულია მაღალი დონის პროფესიონალებით.
სწავლება ჩატარდება “სსე”-ის სათაო ოფისში.
ყოველდღიური სწავლა დაიწყება დილის 9 საათიდან
საშუალოდ დღეში ჩატარდება 4-5 ლექცია.
სწავლების ვადა:
1. თეორიული ნაწილი 4 თვე
2. პრაქტიკული ნაწილი 2 თვე
3. საგამოცდო პერიოდი 1 თვე
კურსდამთავრებულები, რომლებიც წარმატებით ჩააბარებენ გამოცდებს მიიღებენ სერთიფიკატებს.
სწავლება-გადამზადების ცენტრი
საკ.ტელ: 93-45-39, (შიდა: 11-57)
სიახლეებში დაბრუნება