საფრანგეთის სამეცნიერო კვლევების ეროვნული ცენტრი (CNRS) და საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი აცხადებენ კონკურსს ერთობლივი კვლევითი პროექტების დასაფინანსებლად.
კონკურსი მიზნად ისახავს: ა. მეცნიერების სფეროში ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის გაღრმავება-გაფართოებას;
ბ. ახალგაზრდა მეცნიერთა ერთობლივ კვლევებში აქტიურ ჩართვასა და მათ მოკლევადიან გაცვლით სამეცნიერო ვიზიტების ორგანიზებას;
გ. საქართველოს მეცნიერების ევროპულ კვლევით სივრცეში ინტეგრაციის ხელშეწყობას.
პირველი კონკურსის შედეგად დაფინანსდება თითო პროექტი შემდეგ სამეცნიერო მიმართულებებში (სულ 3 პროექტი): 1. მათემატიკა, მექანიკა;
2. სიცოცხლის შემსწავლელი მეცნიერებები;
3. დედამიწის შემსწავლელი მეცნიერებები და გარემო.
საფრანგეთის მხრიდან კონკურსში მონაწილეობა შეუძლია CNRS-ის ყველა პროფილურ ინსტიტუტსა და ლაბორატორიას. საქართველოს მხრიდან კონკურსზე
დაიშვებიან მხოლოდ საჯარო სამართლის იურიდიული პირის (სსიპ) სტატუსის მქონე ორგანიზაციებში მომუშავე სამეცნიერო ჯგუფები/მეცნიერები, რომელთა მიერ “2008 წლის სახელმწიფო სამეცნიერო საგრანტო კონკურსზე” ზემოთაღნიშნულ სამ სამეცნიერო მიმართულებაში შემოტანილ პროექტებს მიენიჭათ 80-100 ქულა. ფრანგ პარტნიორთან ერთობლივად ინგლისურ და ქართულ ენებზე მომზადებული პროექტი სესფ-ის კანცელარიაში წარმოდგენილი უნდა იყოს არაუგვიანეს 2009 წლის 1 ივნისის 18:00-სა.
დეტალური ინფორმაციისათვის მიმართეთ:
საკონტაქტო პირი:
ნიკოლოზ ბაქრაძე საკონტაქტო ინფორმაცია: სესფ-ის სამეცნიერო პროგრამების მართვის სამმართველოს საერთაშორისო ურთიერთობათა სამსახური.
მისამართი: დ.უზნაძის ქ. 68, IV სართული
ტელ: 91 02 62; 47 96 46;