სტუ-ში საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია “ხელისუფლება და საზოგადოება-2009" ჩატარდა
22 მაისს სტუ-ში ჩატარდა საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია “ხელისუფლება და საზოგადოება-2009" სტუ-ს ჰუმანიტარულ-სოციალური ფაკულტეტის, ღია დიპლომატიის ასოციაციისა და სამეცნიერო ჟურნალ «ხელისუფლება და საზოგადოება (ისტორია, თეორია, პრაქტიკა)»-ს ორგანიზატორობით.
კონფერენცია გახსნა სტუ-ს ჰუმანიტარულ-სოციალური ფაკულტეტის დეკანმა, პროფ. რუსუდან ქუთათელაძემ. კონფერენციის გახსნას ესწრებოდნენ სტუ-ს რექტორატისა და ადმინისტრაციის წარმომადგენლები, ასევე სტუ-ს პროფესორ-მასწავლებლები, სტუდენტები.. მოწვეულ სტუმრებს შორის იყვნენ ევროინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის მოადგილე თამარ ბერუჩაშვილი, USAID/PAR ხელმძღვანელი ლოურენს ჰელდი და სხვა ოფიციალური პირები.
კონფერენციაზე წარმოდგენილი იყო შემდეგი სექციები:
«სახელმწიფო მართვისა და საჯარო პოლიტიკის თეორია და მეთოდოლოგია»
«სახელმწიფო მართვის სამართლებრივი საფუძვლები»
«სახელმწიფო მართვის ეკონომიკური საკითხები»
«დიპლომატიის თეორია, ისტორია, პრაქტიკა»
«ისტორიის პოლიტიკურ-ეკონომიკური და ფილოსოფიური გაკვეთილები»
«პოლიტიკა და კულტურა»