20-05-2009

ტექნიკურ უნივერსიტეტსა და სამინისტროს შორის
მემორანდუმი გაფორმდება
ხვალ, 21 მაისს, 12.00 საათზე სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროსა და საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს შორის გაფორმდება ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი.
მემორანდუმს ხელს მოაწერენ მინისტრი, დიმიტრი შაშკინი და უნივერსიტეტის რექტორი, არჩილ ფრანგიშვილი.
ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის მიზანია ხელი შეუწყოს სასჯელაღსრულების დაწესებულებებში განათლების მიღებას. მემორანდუმის ფარგლებში დაგეგმილია დისტანციური სწავლების დანერგვა, საჯარო ლექციების ჩატარება და სხვა საგანმანათლებლო ღონისძიებების განხორციელება.
მემორანდუმს ხელი მოეწერება ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაციულ კორპუსში (კოსტავას 77, სააკაძის მოედანი)
სიახლეებში დაბრუნება