მიმდინარეობს ვებ-გვერდის განახლება

შეჯიბრება პროგრამირებაში

შეჯიბრება პროგრამირებაში

08-05-2014
შეჯიბრება პროგრამირებაში 

18 მაისს, 10:00 საათზე, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პირველი კორპუსის ზედა კომპიუტერულ კლასში ჩატარდება პროგრამირებაში 2014 წლის სტუ-ს პირადი პირველობა. შეჯიბრება ჩატარდება იმავე წესებით, რა წესებითაც ტარდება უმაღლეს სასწავლებელთა შორის სტუდენტთა მსოფლიო ჩემპიონატები, ანუ, მონაწილეს ამოცანა შესრულებულად ჩაეთვლება მხოლოდ მაშინ, თუ იგი წარმატებულად გაივლის ყველა შეთავაზებულ ტესტს. შეჯიბრება გასტანს 3 საათს.

მსურველები წინასწარ უნდა დარეგისტრირდნენ ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტზე ანა ბუზალაძესთან, ან სტუდენტურ თვითმმართველობაში დავით სირბილაძესთან. დარეგისტრირების ბოლო ვადაა 16 მაისი.

პროგრამირეაბში სტუ-ის პირადი პირველობის ჩატარების მიზნით შექმნილია საორგანიზაციო კომიტეტი აკადემიკოს არჩილ ფრანგიშვილის ხელმძღვანელობით. ჟიურის თავმჯდომარეა პროფესორი ჰამლეტ მელაძე, ტექნიკურ კომიტეტს ხელმძღვანელობს პროფესორი ზურაბ წვერაიძე, ღონისძიების დირექტორია თეოდორე ზარქუა.

მსურველებს შეუძლია გაეცნოს შარშანდელი პირადი პირველობის ამოცანების პირობებს.

პროგრამირებაში სტუ-ის პირად პირველობას დამატებით ეკისრება ილია ვეკუას თასზე მერვე საერთაშორისო ოლიმპიდისთვის სტუ-ის ნაკრები გუნდების შემადგენლობების შერჩევის ფუნქცია.

სიახლეებში დაბრუნება

0322 77 11 11