საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და „ნიკორა ტრეიდს“ შორის, სასწავლო პროცესების მართვის სამსახურის კარიერული განვითარების განყოფილების ორგანიზებით, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს ხელი მოაწერეს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ვიცე-რექტორმა, პროფესორმა თამარ წერეთელმა და „ნიკორა ტრეიდის“ აღმასრულებელმა დირექტორმა თემურ ალექსანდრიამ. ღონისძიებას საქართველოში აკრედიტებული სხვადასხვა წამყვანი უნივერსიტეტებისა და კომპანიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ, ასევე, სტუ-ის სასწავლო პროცესების მართვის სამსახურის ხელმძღვანელი ზაზა ბუაჩიძე, ამავე სამსახურის კარიერული განვითარების განყოფილების უფროსი, ასოცირებული პროფესორი ნატო ქათამაძე.
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ვიცე-რექტორის თქმით, მემორანდუმის მიზანია კომპანიასა და უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის დამყარება, რათა მხარეებმა ერთობლივად შეუწყონ ხელი სტუდენტებს მოქნილი გრაფიკით მუშაობის დაწყებასა და სწავლის დაფინანსების შესაძლებლობის მოპოვებაში.
„მემორანდუმის ფარგლებში კომპანია იღებს ვალდებულებას უნივერსიტეტს მიაწოდოს ყველა სახის ინფორმაცია დაფინანსებისა და კომპანიაში არსებული ვაკანსიების შესახებ, ხოლო უნივერსიტეტი თავი მხრის უზრუნველყოფს სტუდენტებისთვის ინფორმაციის მიწოდებას.
მივესალმებით კომპანიის მხრიდან ასეთ ინიციატივას, რამეთუ ცოდნის მიცემასთან ერთად სტუდენტთა დასაქმება ერთ-ერთი პრიორიტეტია. უნივერსიტეტი მუდმივად ზრუნავს დაამყაროს კონტაქტი შრომის ბაზარზე არსებულ კვალიფიციურ ორგანიზაციებთან, გააფორმოს თანამშრომლობის მემორანდუმი და სტუდენტებს გაუადვილოს დასაქმების პროცესი. კონკრეტული შემოთავაზებით სტუდენტებს, რომლებიც დასაქმდებიან მათ ქსელში (ნიკორა, ლიბრე), კომპანია სრულად დაუფინანსებს სწავლის გადასახადს (2250 ლარი). ეს ვრცელდება უკვე დასაქმებულ სტუდენტებზეც, რაც ჩვენთვის მისაღები და მისასალმებელია,“- განაცხადა თამარ წერეთელმა.
როგორც სტუ-ის სასწავლო პროცესების მართვის სამსახურის ხელმძღვანელი აცხადებს, უნივერსიტეტი ორიენტირებულია სტუდენტზე, სწავლასა და შემდგომში მათ დასაქმებაზე. „ნიკორა ტრეიდის“ ინიციატივას მივესალმებით და ვისურვებთ, რომ ბევრი მიმდევარი გამოუჩნდეთ შრომის ბაზარზე,“ - აცხადებს ზაზა ბუაჩიძე.
სასწავლო პროცესების მართვის სამსახურის კარიერული განვითარების განყოფილების ხელმძღვანელის თქმით, უნივერსიტეტი სტუდენტებს მუდმივად ეხმარება მიღებული ცოდნის პრაქტიკაში გადატანისა და დასაქმების შანსების გაზრდაში.
„ჩვენი განყოფილება მუდმივად ზრუნავს სტუდენტების დასაქმებასა და კარიერულ განვითარებაზე. „ნიკორა ტრეიდთან“ დიდი ხანია ვთანამშრომლობთ. ორგანიზაციას მონაწილეობა აქვს მიღებული უნივერსიტეტის მიერ ჩატარებულ ყველა დასაქმების ფორუმში. მათ ქსელში სხვადასხვა პოზიციებზე დასაქმებულ სტუდენტთა რიცხვი ყოველწლიურად მზარდია. მემორანდუმის გაფორმება იყო ჩვენი თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავება“, - აცხადებს ნატო ქათამაძე.
უნივერსიტეტის ვებგვერდი იყენებს „მზა-ჩანაწერებს" (Cookies) მომხმარებლის გამოცდილების გასაუმჯობესებლად.. თუ აგრძელებთ საიტით სარგებლობას ან აჭერთ ღილაკს „თანახმა ვარ," თქვენ ეთანხმებით მზა ჩანაწერების გამოყენების წესებს, რომელიც აღწერილია ჩვენი "მზა ჩანაწერების" პოლიტიკაში. წინააღმდეგ შემთხვევაში, ვებგვერდი ვერ მოგაწვდით პერსონალიზებულ შინაარსს, მომსახურებასა და შეთავაზებებს.
აუცილებელი>
ვებსაიტის გამართული ფუნქციონირებისთვის აუცილებელი ქუქი-ფაილები.
მარკეტინგი>
მარკეტინგული ქუქი-ფაილები გვეხმარება პერსონალიზებული კონტენტისა და რეკლამების მიწოდებაში.
ანალიზი>
ანალიტიკური ქუქი-ფაილები გვეხმარება გავიგოთ, თუ როგორ ურთიერთქმედებენ ვიზიტორები ჩვენს ვებსაიტთან.