„ბატონო ჯაბა,
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტების, აკადემიური და სამეცნიერო წრეების სახელით, დიდი სიყვარულითა და პატივისცემით გილოცავთ უნივერსიტეტის საკალათბურთო გუნდის მორიგ წარმატებას - საქართველოს თასის ტურნირში გამარჯვებას.
სპორტის პოპულარიზაცია საუნივერსიტეტო ცხოვრების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა, ჯანსაღი ცხოვრების წესის ახალგაზრდებში დანერგვა კი, უმაღლესი დაწესებულებების ერთ-ერთი მოვალეობა, რაც უზრუნველყოფს ჰარმონიულად განვითარებულ მომავალ თაობას.
კიდევ ერთხელ გილოცავთ გამარჯვებას და წინსვლას გისურვებთ”, - აღნიშნულია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის განცხადებაში.