საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი პროფესორ გოჩა ჩიტაიშვილის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი პროფესორ გოჩა ჩიტაიშვილის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს

 

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი პროფესორ გოჩა ჩიტაიშვილის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს

26-10-2024
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი პროფესორ გოჩა ჩიტაიშვილის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე, საუნივერსიტეტო საზოგადოების სახელით, მკვლევრისა და პედაგოგის, გოჩა ჩიტაიშვილის გარდაცვალების გამო, სამძიმარს უცხადებს ჩიტაიშვილის ოჯახს, სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტსა და საინჟინრო გრაფიკისა და ტექნიკური მექანიკის დეპარტამენტს. 

„67 წლის ასაკში გარდაიცვალა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საინჟინრო გრაფიკისა და ტექნიკური მექანიკის დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი გოჩა ჩიტაიშვილი. მკვლევარი, პედაგოგი, რომელმაც მრავალი წარმატებული და მაღალკვალიფიციური კადრი აღზარდა. 

გოჩა ჩიტაიშვილს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან ნაყოფიერი 40 წელი აკავშირებს და ამ ხნის მანძილზე მან საუნივერსიტეტო საზოგადოებას და სტუდენტებს თავი დაამახსოვრა როგორც მაღალკვალიფიციურმა, დიდბუნებოვანმა კოლეგამ და შესანიშნავმა პედაგოგმა.

სამძიმარს ვუცხადებთ, ჩიტაიშვილების ოჯახს, სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტსა და საინჟინრო გრაფიკისა და ტექნიკური მექანიკის დეპარტამენტს, მის მეგობრებს, კოლეგებს და აღზრდილებს“, - აღნიშნულია რექტორის, დავით გურგენიძის სამძიმრის წერილში.

ინფორმაციისთვის: გოჩა ჩიტაიშვილი დაიბადა 1956 წ. 27 აგვისტოს, თბილისში. 1973-1978 წლებში სწალობდა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის მექანიკა-მანქანათმშენებლობის ფაკულტეტზე ლითონსაჭრელი ჩარხები და იარაღების სპეციალობაზე და მიენიჭა ინჟინერ-მექანიკოსის კვალიფიკაცია.

1984 წლიდან დღემდე მუშაობდა საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტის სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტზე და ეკავა ასოცირებული პროფესორის თანამდებობა.

წლების განმავლობაში იყო მხაზველობითი გეომეტრიისა და საინჟინრო გრაფიკის კათედრის გამგის მოადგილე, ასევე იყო საინჟინრო გრაფიკისა და ტექნიკური მექანიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელი. 2014 წელს დაიცვა დისერტაცია თემაზე სივრცითი გეომეტრიული ამოცანების გადაწყვეტა AutoCAD-ის უახლესი ვერსიის გამოყენებით.

იყო მრავალი სახელმძღვანელოს, მეთოდიკური მითითებების, სამეცნიერო სტატიის და მონოგრაფიის ავტორი. 




სიახლეებში დაბრუნება