საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე, საუნივერსიტეტო საზოგადოების სახელით, მწუხარებას გამოთქვამს ადმინისტრაციის გამორჩეული თანამშრომლის - დავით მაკასარაშვილის მოულოდნელი გარდაცვალების გამო და სამძიმარს უცხადებს მის ოჯახსა და ახლობლებს.
„71 წლის ასაკში დაგვტოვა ჩვენმა გამორჩეულად საყვარელმა კოლეგამ - თანამშრომელმა დავით მაკასარაშვილმა. მან პირველად 1971 წელს შემოაბიჯა პოლიტექნიკურ ინსტიტუტში როგორც სტუდენტმა, წარჩინებით დაამთავრა ავტომატიკისა და გამოთვლითი ტექნიკის ფაკულტეტი და მას შემდეგ, მრავალი წლის განმავლობაში, ღირსეულად ემსახურებოდა საუნივერსიტეტო საქმეს მშობლიურ ფაკულტეტზე თუ სასწავლო პროცესის მონიტორინგის დეპარტამენტში - ხელმძღვანელ თანამდებობაზე. მისი პროფესიული თვისებები და ადამიანური ურთიერთობები ყოველთვის იმსახურებდა თითოეული ჩვენგანის უდიდეს პატივისცემასა და სიყვარულს.
გულისხმიერებით, კეთილგანწყობით, კაცთმოყვარეობითა და პროფესიონალიზმით დათო მაკასარაშვილს თავისი წვლილი შეჰქონდა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის განვითარებაში. მისი ხსოვნა მუდამ დარჩება უნივერსიტეტის თანამშრომლებსა და პროფესორ-მასწავლებლებს შორის.
სამძიმარს ვუცხადებთ დათო მაკასარაშვილის ოჯახს, მის მეგობრებსა და ახლობლებს“, - აღნიშნულია რექტორის სამძიმრის წერილში.
უნივერსიტეტის ვებგვერდი იყენებს „მზა-ჩანაწერებს" (Cookies) მომხმარებლის გამოცდილების გასაუმჯობესებლად.. თუ აგრძელებთ საიტით სარგებლობას ან აჭერთ ღილაკს „თანახმა ვარ," თქვენ ეთანხმებით მზა ჩანაწერების გამოყენების წესებს, რომელიც აღწერილია ჩვენი "მზა ჩანაწერების" პოლიტიკაში. წინააღმდეგ შემთხვევაში, ვებგვერდი ვერ მოგაწვდით პერსონალიზებულ შინაარსს, მომსახურებასა და შეთავაზებებს.
აუცილებელი>
ვებსაიტის გამართული ფუნქციონირებისთვის აუცილებელი ქუქი-ფაილები.
მარკეტინგი>
მარკეტინგული ქუქი-ფაილები გვეხმარება პერსონალიზებული კონტენტისა და რეკლამების მიწოდებაში.
ანალიზი>
ანალიტიკური ქუქი-ფაილები გვეხმარება გავიგოთ, თუ როგორ ურთიერთქმედებენ ვიზიტორები ჩვენს ვებსაიტთან.