პროექტი
“წიგნების თაობა“
„ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა“ უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებს საშუალებას აძლევს, მონაწილეობა მიიღონ პროექტში “წიგნების თაობა“ და გამარჯვების შემთხვევაში, ერთი სასწავლო წლის განმავლობაში, მიიღონ 300 - ლარიანი სტიპენდია.
„წიგნების თაობა“ მიზნად ისახავს ახალგაზრდებს შორის კითხვის პოპულარიზაციას. პროექტის ფარგლებში დარეგისტრირებული გუნდები ან ინდივიდუალური მოთამაშეები 4 კვირის განმავლობაში (12 მაისიდან 8 ივნისის ჩათვლით) საკუთარი რესურსებით ჩაატარებენ "ბაკურ სულაკაურის გამომცემლობის“ და მისი წიგნების PR კამპანიას.
რეგისტრაცია:
სტუდენტებს შეუძლიათ პროექტში მონაწილეობა როგორც ინდივიდუალურად, ასევე გუნდურად (გუნდი შეიძლება შედგებოდეს მაქსიმუმ სამი სტუდენტისგან).
პროექტში მონაწილეობის მსურველებმა მეილზე (prsulakauri@gmail.com) უნდა გამოაგზავნონ შევსებული სააპლიკაციო ფორმა ან მობრძანდნენ გამომცემლობაში და ადგილზე შეავსონ განაცხადი. აპლიკაცია შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე www.sulakauri.ge/app რეგისტრაცია დაიწყება 25 აპრილს და გაგრძელდება 8 მაისამდე.
პრიზი:
გამარჯვებულ გუნდს დაენიშნება სტიპენდია 300 ლარის ოდენობით, ერთი სასწავლო წლის განმავლობაში. გათამაშდება სხვა წამახალისებელი პრიზებიც.
დაწვრილებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ფეისბუქზე „ ბაკურ სულაკაურის გამომცემლობის“ გვერდს: https://www.facebook.com/bakursulakauripublishing