არქიტექტურის, ურბანისტიკისა და დიზაინის ფაკულტეტი ახალ სასწავლო წელს, გერმანელ არქიტექტორებთან ერთად, ახალი საერთაშორისო პროექტით იწყებს

არქიტექტურის, ურბანისტიკისა და დიზაინის ფაკულტეტი ახალ სასწავლო წელს, გერმანელ არქიტექტორებთან ერთად, ახალი საერთაშორისო პროექტით იწყებს

 

არქიტექტურის, ურბანისტიკისა და დიზაინის ფაკულტეტი ახალ სასწავლო წელს, გერმანელ არქიტექტორებთან ერთად, ახალი საერთაშორისო პროექტით იწყებს

18-09-2024
არქიტექტურის, ურბანისტიკისა და დიზაინის ფაკულტეტი ახალ სასწავლო წელს, გერმანელ არქიტექტორებთან ერთად, ახალი საერთაშორისო პროექტით იწყებს
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის არქიტექტურის, ურბანისტიკისა და დიზაინის ფაკულტეტი ახალ სასწავლო წელს, გერმანელ არქიტექტორებთან ერთად, იწყებს ახალი საერთაშორისო პროექტით - „Frank Buken/ ფრანკ ბუკენ ერთად“.

საერთაშორისო პროექტი „Frank Buken/ ფრანკ ბუკენ ერთად“ მოიცავს თბილისში, წერეთლის გამზირის მიმდებარე არეალის ურბანულ კვლევას, რომელშიც არქიტექტურის, ურბანისტიკისა და დიზაინის ფაკულტეტი სტუდენტები ჩაერთვებიან. 

არქიტექტურის, ურბანისტიკისა და დიზაინის ფაკულტეტის დეკანის, პროფესორ ნინო იმნაძის ინფორმაციით, სამივე საფეხურის სტუდენტები უკვე ემზადებიან მსოფლიო არქიტექტურის დღესთან დაკავშირებით სტუდენტური ნამუშევრების გამოფენისთვის, თემაზე - „Empowering the Next Generation in Participatory Urban Design“.

აკადემიური პერსონალი და სტუდენტები ასევე მონაწილეობას მიიღებენ საერთაშორისო ფორუმში - „SHARE International Architecture and Technology Forum in Tbilisi“. 

არქიტექტურის, ურბანისტიკისა და დიზაინის ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი ნინო იმნაძე: 

„საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის არქიტექტურის, ურბანისტიკისა და დიზაინის ფაკულტეტი სწავლების სხვადასხვა საფეხურზე ახორციელებს სამ საბაკალავრო, ერთ სამაგისტრო და ორ სადოქტორო პროგრამას.

2024 - 2025 სასწავლო წლისთვის სწავლების სხვადასხვა საფეხურზე მივიღეთ 220 სტუდენტი.

მათ შორის, საბაკალავრო ქართულენოვან პროგრამაზე "არქიტექტურა" 180 სტუდენტი; საბაკალავრო რუსულენოვანი პროგრამაზე "არქიტექტურა" – 15; საბაკალავრო პროგრამაზე "მოდის დიზაინის ტექნოლოგიები" – 25; სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამაზე "არქიტექტურა" - 60 სტუდენტი; სადოქტორო .საგანმანათლებლო პროგრამაზე "არქიტექტურა" – 9.

მიღებული სტუდენტებიდან 15-ზე მეტი უცხო ქვეყნის მოქალაქეა. როგორც წინა წლებში, წელსაც სრული შევსება გვაქვს.

უნივერსიტეტი და ფაკულტეტი ახალ სასწავლო წელს სტუდენტებს სთავაზობს საინტერესო სასწავლო, სამეცნიერო პროცესს, კულტურულ და სპორტულ ღონისძიებებს.

მათ შესაძლებლობა ექნებათ, მონაწილეობა მიიღონ ადგილობრივ და საერთაშორისო პროექტებში, ვორქშოფებში და კონკურსებში, როგორიც არის: საერთაშორისო კონკური „არქიტექტურული პრემია 2024"; ნომინაცია - "წლის საუკეთესო სტუდენტური პროექტი".

კონკურსის ორგანიზატორები არიან "საქართველოს არქიტექტორთა ასოციაცია" და ჟურნალი "სტილი"; საერთაშორისო კონკურსი - „2024 წლის საუკეთესო სამაგისტრო დამამთავრებელი პროექტის დათვალიერება“, ნომინაციებით: ქალაქგეგმარება, მოცულობითი არქიტექტურა, გარემოს დიზაინი, შენობათა რესტავრაცია-რეკონსტრუქცია.

ამ ღონისძიების ორგანიზატორია საქართველოს არქიტექტორთა კავშირი და სტუ-ს არქიტექტურის, ურბანისტიკისა და დიზაინის ფაკულტეტი.

წარმატებებს ვუსურვებ ჩვენს სტუდენტებს და აკადემიურ პერსონალს“. 

ცნობისათვის: არქიტექტურის, ურბანისტიკისა და დიზაინის ფაკულტეტის სტუდენტებმა დაასრულეს არქიტექტურული პროექტი ქუთაისში, ჭავჭავაძის გამზირზე, რაც მოიცავდა ყოფილი ტყავ-გალანტერეის ქარხნის მიმდებარედ სკვერის რეაბილიტაცია-რეკონსტრუქციას.

პროექტის გამარჯვებულს 26 სექტემბერს დააჯილდოებენ.

ასევე, ფაკულტეტს დაგეგმილი აქვს სასწავლო კურსის საპროექტო დავალებებთან მიბმული გასვლითი შემეცნებით-პრაქტიკული ვიზიტები საქართველოს რეგიონებში - კახეთი, იმერეთი და ქართლი. 

სიახლეებში დაბრუნება