სტუ-ის ვირტუალური მოდელირებისა და კონსტრუირების ცენტრის მოსწავლეთა გუნდები „ლეონარდო და ვინჩის“ ფინალისთვის ემზადებიან

სტუ-ის ვირტუალური მოდელირებისა და კონსტრუირების ცენტრის მოსწავლეთა გუნდები „ლეონარდო და ვინჩის“ ფინალისთვის ემზადებიან

 

სტუ-ის ვირტუალური მოდელირებისა და კონსტრუირების ცენტრის მოსწავლეთა გუნდები „ლეონარდო და ვინჩის“ ფინალისთვის ემზადებიან

09-11-2024
სტუ-ის ვირტუალური მოდელირებისა და კონსტრუირების ცენტრის მოსწავლეთა გუნდები „ლეონარდო და ვინჩის“ ფინალისთვის ემზადებიან
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის საინჟინრო ფიზიკის დეპარტამენტის ვირტუალური მოდელირებისა და კონსტრუირების ცენტრის ბაზაზე, მოსწავლეთა გუნდების მიერ, შესრულებული ექვსი პროექტი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს და შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის გამომგონებელთა და მკვლევართა კონკურსის - „ლეონარდო და ვინჩი“, ფინალისტია. 

შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი გამარჯვებულებს, ხვალ, 10 ნოემბერს, მეცნიერების საერთაშორისო დღეს გამოავლენს.

ერთი დღით ადრე კი, სტუ-ის ვირტუალური მოდელირებისა და კონსტრუირების ცენტრში ექვსივე ჯგუფის მოსწავლეები, მენტორებთან ერთად, ბოლო ექსპერიმენტებს ატარებენ.

ცენტრში მიმდინარე სამუშაო პროცესს სტუ-ის ვიცე-რექტორი, პროფესორი თამარ ლომინაძე და ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი თალიკო ჟვანია გაეცნენ. 

სტუ-ის ვიცე-რექტორის თქმით, ვირტუალური მოდელირებისა და კონსტრუირების ცენტრის ბაზაზე არსებული მოსწავლეთა გუნდები ყოველწლიურად მონაწილეობენ კონკურსში - „ლეონარდო და ვინჩი” და უმეტეს შემთხვევაში საპრიზო ადგილებზე გადიან.

როგორც პროფესორი თამარ ლომინაძე აცხადებს ფინალში გასული პროექტებია: SMART ლიფტი - ლიფტის უსაფრთხო და შშმ პირებზე ადაპტირებადი სისტემა (მოსწავლეთა გუნდი: დავით ოსეფაიშვილი, ვახტანგ მგელაძე, მაკინე თოდუა); ქვევრში ღვინის დაყენება მაღალტექნოლოგიური მეთოდით (მოსწავლეთა გუნდი: ნიკოლოზ კარბელაშვილი, ნინო სულამანიძე, იაკობ ავთანდილაშვილი); მდინარეების მონიტორინგის სისტემა (მოსწავლეთა გუნდი: საბა გულბიანი, გიორგი გაბელია, ანდრია კოსტავა); მებაღე რობოტი (მოსწავლეთა ჯგუფი: დავით ვახტანგაძე, ლადო ადამია, მარიამ ვახტანგაძე); წყლის ნავთობისაგან გამწმენდი უპილოტო ნავი (მოსწავლეთა გუნდი: ზვიად ფრუიძე, ლუკა ფორჩხიძე, ელენე ქაჩიბაია, ლუკა წოწორია და ანა სალდაძე) და ეკომეგობრული, ჭკვიანი თევზის ფერმა (მოსწავლეთა გუნდი: გიორგი გობაძე, ალექსანდრე ჯელია, ნიკა აბულაძე, მართა თოდუა, ელისაბედ გეგეშიძე). 

„კონკურსის მიზანია ინოვაციებისა და ტექნიკური პროგრესის მიმართ მოზარდების ინტერესის გაღვივება, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში სასწავლო პროცესის სტიმულირება, ასევე მოსწავლეებში შემოქმედებითი აზროვნების, კვლევითი და პრაქტიკული უნარ-ჩვევების განვითარების ხელშეწყობა და იგი ხორციელდება ორი - სამეცნიერო კვლევებისა და საინჟინრო მიმართულებით.

წარდგენილი საკონკურსო განაცხადები მოიცავს შემდეგ სამეცნიერო მიმართულებებს: ქიმია, ბიოქიმია, ასტრონომია, კოსმოლოგია, ფიზიკა, საინჟინრო მექანიკა, რობოტიკა, ხელოვნური ინტელექტი და სხვა.

ამ კონკურსში მონაწილეობა თითოეული გუნდისთვის დიდი პატივია, ფინალში გასვლა კი, უკვე გამარჯვებაა, თუმცა, ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ ვირტუალური მოდელირების და კონსტრუირების ცენტრის მოსწავლეები, ტადიციულად საპრიზო ადგილებზე გავლენ.

წარმატებებს ვუსურვებ ვირტუალური მოდელირების და კონსტრუირების ცენტრის ექვსივე გუნდს, რომელთა უმრავლესობა STEM აკადემიის მოსწავლეებიც არიან, ცენტრის ხელმძღვანელს, პროფესორ დავით სონღულაშვილს და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის დოქტორანტს, კონკურსის მონაწილე გუნდების ერთ-ერთ მენტორს უტა კილასონიას”, - აცხადებს თამარ ლომინაძე. 

ფინალისტი ჯგუფის წევრი ვახტანგ მგელაძე (SMART ლიფტი - ლიფტის უსაფრთხო და შშმ პირებზე ადაპტირებადი სისტემა): „ლიფტი შშმ პირებზეა მორგებული და უბედური შემთხვევის პრევენციაზეა გათვლილი. ლიფტი ასრულებს მგზავრის ხმოვან ბრძანებას და აჰყავს მითითებულ სართულზე.

ჩვენ განვაახლეთ საევაკუაციაო გეგმა, რომელიც შშმ პირებზეა ადაპტირებული. ვთქვათ, ლიფტი გაჩერდა სართულებს შორის, ან გაითიშა ელექტოენერგია, ან ხანძარი გაჩნდა, ავტომატურად ირთვება ალტერნატიული ენერგია, რომელსაც ლიფტი აჰყავს ახლო სართულთან და ავტომატურად იღება კარი”. 

ფინალისტი ჯგუფის წევრი ანდრია კოსტავა (მდინარეების მონიტორინგის სისტემა): „შევქმენით ადრეული წყალდიდობების შეტყობინების სისტემა, რომელიც დამონტაჟდება მდინარეში, გარკვეული ინტერვალებით. როდესაც წყლის დონე იმატებს, ავტომატურად იკვრება წრედი, ინფორმაცია გადაეცემა და ეკრანზე გამოდის მონაცემები. ასევე, გვაქვს აპლიკაცია გაკეთებული, რომელიც მოსახლეობას მომენტალურად უგზავნის მოკლე ტექსტურ შეტყობინებას. ჩვენი მოწყობილობა იძლევა წყლის დონის მუდმივი კონტროლის საშუალებას და არ საჭიროებს ადამიანის ჩარევას”. 

ფინალისტი ჯგუფის წევრი მარიამ ვახტანგაძე (მებაღე რობოტი): „რობოტი უვლის მცენარეებს, თუმცა აქამდე არსებულისგან ძალიან განსხვავებული მოდელია.

რობოტი ინდივიდუალურად უვლის ნარგავებს. ანუ, მას გამოიძახებს მცენარე, რომელსაც სჭირდება, ვთქვათ, წყალი. მცენარე, ხელსაწყოს მეშვეობით შეტყობინებას უგზავნის რობოტს, რომელიც პოულობს მას და წყლის იმ დოზას აწვდის, რაც მცენარეს სჭირდება. ასევე, მცენარეს და რობოტს ერთმანეთთან დიალოგი აქვთ, საუბრობენ”. 

ფინალისტი ჯგუფის წევრი ნიკოლოზ კარბელაშვილი: (ქვევრში ღვინის დაყენება მაღალტექნოლოგიური მეთოდით): „იდეა ჩვენი გუნდის წევრის, იაკობ ავთანდილაშვილისაა. ჩვენი მოდელი მაგრდება ქვევრის თავზე, ღვინოსთან შეხება არ აქვს. მისი საშუალებით ავტომატურად, ადამიანის ჩარევის გარეშე, დისტანციურადაა შესაძლებელი ღვინოში მიმდინარე პროცესის გაკონტროლება. ქვევრებისთვის მსგავსი მოწყობილობა არ არსებოს, ეს სიახლეა”. 




სიახლეებში დაბრუნება